Home

მთავარი გვერდი დაგვიკავშირდით

       

სიახლეები & მოვლენები & განცხადებები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

   

2018 წლის 4-7 ნოემბერს ქ. რიო დე ჟანეიროში, ბრაზილიაში გაიმართება ინდუსტრიული განვითარების სამიტი (Sustainable Industrial Processing Summit).

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

აბსტრაქტების წარდგენის ბოლო ვადა:                                                  ღია შეზღუდული დროით

აბსტრაქტის მიღების შეტყობინება:                                                        2018 წლის 20 მაისი

სრული სტატიის წარდგენის ბოლო ვადა:                                             2018 წლის 30 ივნისი

წარდგენილი სტატიის მიღების/დაწუნების შეტყობინება:               2018 წლის 20 ივლისი

სტატიების წინასწარი სიის გამოქვეყნება:                                             2018 წლის 20 ივლისი

მაქსიმალური ფასდაკლებული რეგისტრაციის ბოლო ვადა:            2018 წლის 31 ივლისი

წინასწარი პროგრამის გამოქვეყნება:                                                      2018 წლის 15 სექტემბერი

ფასდაკლებული რეგისტრაციის ბოლო ვადა:                                       2018 წლის 1 სექტემბერი

წინასწარი რეგისტრაციის ბოლო ვადა:                                                  2018 წლის 1 სექტემბერი

პრეზენტაციის ფაილის წარდგენის ბოლო ვადა:                                 2018 წლის 21 ოქტომბერი

ფინალური პროგრამის გამოქვეყნება:                                                    2018 წლის 10 ოქტომბერი

სამიტის თარიღი:                                                                                        2018 წლის 4-7 ნოემბერი

 

   ვრცლად>>>


2018 წლის 03-07 სექტემბერს, პრაღაში გაიმართება მსოფლიო მულტიდისციპლინარული სიმპოზიუმი დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების დარგში

იმპოზიუმის სესიის "აფეთქება და ახალი ტექნოლოგიები" ორგანიზატორია სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი. საორგანიზაციო კომიტეტის წევრია ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ნიკოლოზ ჩიხრაძე

DEADLINES

აბსტრაქტების წარდგენა - 2018 წლის 25 მაისი

აბსტრაქტის მიღების შეტყობინება - 2018 წლის 8 ივნისი

სრული სტატიის წარდგენა (არ სავალდებულო) - 2018 წლის 8 ივნისი

სრული სტატიის მიღების შეტყობინება - 2018 წლის 7 ივლისი

დეტალური ინფორმაცია იხილეთ: http:// www.mess-earth.org/

 21.05.2018

 

ანონსი!!

მეცნიერების საყურადღებოდ!

 

6 ივნისს 1000 საათზე ჩატარდება სამეცნიერო საბჭოს სხდომა.

 

დღის წესრიგი

 

2019 წლის საბიუჯეტო განაცხადების (პროექტების) მეორე მოსმენა, განხილვა.

 


   2018 წლის მეცნიერი თანამშრომელთა მოხსენებების განრიგი საინსტიტუტო სემინარებისთვის იხილეთ ბმულში.

 21.05.2018

    გამოქვეყნდა ინსტიტუტში გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი, კონკურსის შედეგები 21.05.2018 მდგომარეობით.

ხილეთ ბმულში

 02.05.2018

 2018 წლის 2 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ და გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის დირექტორმა ნიკოლოზ ჩიხრაძემ მოაწერეს ხელი სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტს შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს .

ვრცლად

 02.05.2018

მეცნიერების საყურადღებოდ!

 

3  მაისს 10 საათზე გაიმართება სამეცნიერო საბჭოს სხდომა.

დღის წესრიგი იხილეთ ბმულში.

 
 02.05.2018

  გამოცხადდა სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი ვაკანტურ თანამდებობებზე ღია კონკურს შედეგები.

ვრცლად>>>

 01.05.2018

     საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბეში (. 12, #1, 2018) გამოქვეყნდა მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობის, საბადოთა დამუშავებისა და კომპლექსური მექანიზაციის განყოფილების გამგის, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ევან ჯაფარიძეს სტატია "სეისმური  P და S  ტალღებით  და  გეოსტატიკური ძალებით გამოწვეული შიგა ძალვების გაანგარიშება წრიული  კვეთის  გვირაბის  კონსტრუქციაში"

 

 11.04.2018

       2018 წლის 10 აპრილს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის სხდომაზე  გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობის, საბადოთა დამუშავებისა და კომპლექსური მექანიზაციის განყოფილების გამგე, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა ევან ჯაფარიძემ წაიკითხა მოხსენება თემაზე: „წყნეთი-სამადლოს დამეწყრილი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის და უსაფრთხო ექსპლოატაციის გეომექანიკური  პრობლემები“.

 

 07.04.2018

    6 აპრილს "პალიტრანიუსის" გადაცემაში სამთო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე ისაუბრა ტყუბულის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე.

ხილეთ ბმულში

 09.03.2018

მეცნიერების საყურადღებოდ!

    2018 წლის 29-30 მაისს საქართველოს მინერალოგიური საზოგადოება და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ატარებს მე-4 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას საქართველოს გეოლოგიის თანამედროვე პრობლემების შესახებ: „გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის  აღორძინების წინაპირობაა”.

დეტალები იხილეთ ბმულში

 05.03.2018

 

  2018 წლის 4 მარტს გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობის, საბადოთა დამუშავებისა და კომპლექსური მექანიზაციის განყოფილების გამგე, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ლევან ჯაფარიძე  სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს რადიოში საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში:  "აკადემიური სივრცე".

იხილეთ რადიო პირველი არხი

 22.02.2018

        მეცნიერების საყურადღებოდ!

 

    შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდის ახალი გრანტის მენეჯმენტის ერთიანი ელექტრონული სისტემა (GMUSხელმისაწვდომი გახდა მეცნიერის რეგისტრაციისთვის.

 

 

 21.02.2018

       2018 წლის 21 თებერვალს სსიპ გრგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საერთაშორისო სამეცნიერო ტექნოლოგიური ცენტრის (ISTC) თანამშრომელი ქალბატონი ლაურა ნადიმოვა.
       ვიზიტის მიზანი იყო სამთო ინსტიტუტში მიმდინარე, ცენტრის მიერ დაფინანსებული, საერთაშორისო სამეცნიერო გრანტის (#G-2209) მონიტორინგი.
       ვიზიტის ფარგლებში ISTC-ს წარმომადგენელი გაეცნო პროექტის ფარგლებში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ საუშაოებს.

 20.02.2018

  2018 წლის 20 თებერვალს სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ NATO-ს პროგრამის „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“ ოფიცერი  ქალბატონი რანდი ლ. გებერტი ბრიუსელიდან და საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის სახალხო დიპლომატიისა და სამოქალაქო საზოგადოების ექსპერტი ბატონი მაგნუს ეიოლფსონი.

ვრცლად>>>

 

ყველა სიახლე  1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12   

 

 

ბოლო განახლების თარიღი:   05/21/2018

 

გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი © 2003  ყველა უფლება დაცულია