გამოქვეყნდა აკადემიკოს ლევან ჯაფარიძის მნიშვნელოვანი მონოგრაფია

.

   გერმანიასა და შვეიცარიაში მომზადდა  და საერთაშორისო გამომცემლობა “Springer”-ის მიერ მონოგრაფიის სახით გამოიცა, აკადემიკოს ლევან ჯაფარიძის მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომი, “Serviceability Limit States of Underground Structures“ (https://doi.org/10.1007/978-3-031-51900-0}, სადაც წამოდგენილია მიწისქვეშა ნაგებობების საექსპლუატაციო პირობების ზღვრულ მდგომარეობებზე გაანგარიშების ორიგინალური მეთოდები.

   ეს, ნამდვილად დამსახურებული და უდავო საერთაშორისო აღიარებაა ქართველი მეცნიერის. იგი ხანგრძლივი დროის მანძილზე მუშაობს სსიპ გ.წულუკიძის სამთო ინსტიტუტში, რომელიც წარმოადგენს 1957 წელს დაარსებული საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მექანიკის ინსტიტუტის სამართალმემკვიდრეს. 

ვრცლად იხილეთ  

28-05-2024