სამეცნიერო მიმართულებები
-
სამთო, სატრანსპორტო, ჰიდროტექნიკური, კომუნალური, სპეციალური და სხვა დანიშნულების ნაგებობების მშენებლობის და რეკონსტრუქციის სრულყოფა, მიწისქვეშა გვირაბების საიმედო და ეკონომიური გაყვანის ტექნოლოგიების და სამაგრი კონსტრუქციების შექმნა;
-
გვირაბების და მიწისქვეშა ნაგებობების ირგვლივ ქანების მასივის დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის შესწავლა და შეფასების მეთოდების სრულყოფა;
-
გვირაბების და მიწისქვეშა ნაგებობების სტატიკურ, რეოლოგიურ და დინამიკურ დატვირთვებზე ზღვრულ მდგომარეობებზე გაანგარიშების მეთოდების, მათი კომპიუტერული პროგრამების და ტექნიკური სახელმძღვანელოების შექმნა, მათი გამოყენება კონკრეტულ პროექტებში;
-
ფენობრივ და ძარღვეულ საბადოთა გახსნისა და მომზადების დაპროექტების მეთოდების სრულყოფა;
-
რთულ სამთო-გეოლოგიურ პირობებში ნახშირის სქელი ფენების ღრმა ჰორიზონტების დამუშავების ტექნოლოგიების კვლევა – სრულყოფა;
-
მანგანუმის საბადოების კომპლექსური ათვისების მეთოდების დამუშავება;
-
მილსადენი ჰიდროსატრანსპორტო სისტემების (პულპსადენი, ნავთობ და გაზსადენი) უსაფრთხო და საიმედო ექსპლუატაციის ღონისძიებების შემუშავება;
-
მილსადენების და მოწყობილობების მდგომარეობის ტექნიკური დიაგნოსტიკა;
-
მილსადენი ჰიდროსატრანსპორტო სისტემების მუშაობის რეჟიმების შესწავლა და ჰიდრავლიკური დარტყმებისაგან დამცავი ეფექტური საშუალებების დამუშავება;
-
მილსადენებისა და მოწყობილობების ჰიდროაბრაზიული ცვეთის შესწავლა და მის შესამცირებლად ეფექტური ხერხებისა და საშუალებების დამუშავება;
-
საბაგირო სატრანსპორტო საშუალებები, ამწევი სატრანსპორტო მოწყობილობები და მექანიზმები;
-
მილსადენი ჰიდროსატრანსპორტო (პულპსადენი, ნავთობ და გაზსადენი) სისტემების გათვლის, დაპროექტების, ექსპლუატაციის, ექსპერტიზის და მონიტორინგის პრობლემები;
-
ბაგირ–ღეროვანი სტრუქტურების მოდელირება და გაანგარიშება;
-
ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, სამრეწველო ფეთქებადი ნივთიერებების შექმნა;
-
მასიური აფეთქებით გამოწვეული სეისმური ეფექტის კვლევა და საინჟინრო ნაგებობებზე მისი ზემოქმედების შემცირების ხერხების შემუშავება;
-
მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში აფეთქებითი სამუშაოების წარმოების ტექნოლოგიების სრულყოფა, ბუნებრივ და ისტორიულ ძეგლებზე მათი მავნე ზემოქმედებიდან დაცვის უზრუნველყოფის მიზნით;
-
ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების კომპიუტერული პროგრამების შემუშავება ოპტიმალური პარამეტრების დადგენის მიზნით;
-
აფეთქებით წნეხვის, განმტკიცების, შედუღების და სინთეზის ტექნოლოგიების შემუშავება;
-
აფეთქების დარტყმითი ტალღებისა და საწყისი მაღალი ტემპერატურის გამოყენებით ზესალი მასალების მიღების ტექნოლოგიის დამუშავება;
-
ნანოსტრუქტურული კომპოზიციური მასალების მიღების ტექნოლოგიების დამუშავება;
-
აფეთქებით გამოწვეული დინამიკური დატვირთვების გათვლის მეთოდების ანალიზი და შემუშავება;
-
ხალხის და სამთო ობიექტების აფეთქების ზემოქმედებისაგან დაცვის სისტემების შემუშავება;
-
შახტებში მტვრის, მეთანის და ნახშირის აფეთქებისაგან დამცავი სისტემები;
-
ქანების და საშენი მასალების თვისებების მახასითებელთა დადგენა და ხარისხის კონტროლი;
-
ახალი ბგერაჩამხშობი და დაბალი თბოგამტარობის მქონე ხელოვნური სამშენებლო მასალების ტექნოლოგიების შემუშავება;
-
მიწისქვეშა ნაგებობებისა და გვირაბების კონსტრუქციების გაანგარიშება და დაპროექტება;
-
მადნების და მათი გამდიდრების პროდუქტების ქიმიური ანალიზი;
-
სასმელის წყლის ანალიზი;
-
ქიმიური ანალიზისთვის სინჯის მომზადება;
-
მეტალური და არამეტალური სასარგებლო წიაღისეულის ტექნოლოგიური ტესტირება გამდიდრების მექანიკური (გრავიტაცია, მაგნიტური სეპარაცია, ფლოტაცია) და ქიმიური (ჰიდრომეტალურგია) მეთოდებით.