რას გთავაზობთ

ტექნოლოგიების შეთავაზება

  • მიწისქვეშა ნაგებობების დაპროექტების მეთოდების და მშენებლობის ტექნოლოგიების თეორიული საფუძვლები;
  • ფენობრივი და ძარღვული ტიპის საბადოების რაციონალური ათვისების მეთოდები;
  • მიწისქვეშა ნაგებობების აფეთქების ზემოქმედებისაგან დაცვის სისტემები;
  • სამთო საწარმოების ეკოლოგიური პრობლემების კვლევა და მათი გადაჭრის გზები;
  • ღია სამთო სამუშაოების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები;
  • ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, სამრეწველო ფეთქებადი ნივთიერებების შექმნა;
  • მილსადენ ჰიდროსატრანსპორტო სისტემების უსაფრთხო და საიმედო ექსპლუატაციის კომპლექსური ღონისძიებები; მილსადენ ჰიდროსატრანსპორტო სისტემებში გარდამავალი რეჟიმები;
  • საბაგირო ტრანსპორტი, ამწე-სატრანსპორტო დანადგარები და მექანიზმები.


 

    ახალი ტიპის სამრეწველო ფეთქი მასალა



ახალი ტიპის კონტეინერი რადიაციული ნარჩენებისათვის


აფეთქებით შედუღების მეთოდით ანოდური დამმიწებლებისათვის ბიმეტალური ელექტროკონტაქტების დამზადება


ბაგირთა სტრუქტურების გაანგარიშება დისკრეტული მოდელის საფუძველზე


დაშვების სიჩქარის ავტომატური რეგულირების სისტემით აღჭურვილი საბაგირო საევაკუაციო მოწყობილობის სასინჯი ეგზემპლარის დამზადება და გამოცდა


მიწისქვეშა ნაგებობებში შემთხვევითი და ტერორისტული აფეთქებებისგან ხალხის დამცავი სისტემა


მიწისქვეშა ნაგებობის ”ზღვრულ მდგომარეობებზე გაანგარიშების” მეთოდების და კომპუტერული პროგრამების შექმნა


პოლიმერული კომპოზიტი ჰიბრიდული ბოჭკოების საფუძველზე


შემადგენელი ღეროვანი სტრუქტურების მოდელირება სასრული ელემენტების მეთოდით



საექსპერტო, საკონსულტაციო და საპროექტო შესაძლებლობები

  • ქანების და სოილების (გრუნტების) ფიზიკურ-მექანიკური თვისებების კვლევა, დადგენა, ხარისხის კონტროლი და გარანტია;
  • ბეტონის ფიზიკურ-მექანიკური თვისებების კვლევა, დადგენა, ხარისხის კონტროლი და გარანტია;
  • საკვალიფიკაციო ტრენინგების ჩატარება ქანების, სოილების (გრუნტების) და ბეტონის თვისებების კვლევა-დადგენის და ხარისხისკონტროლის შესახებ;
  • მიწისქვეშა ნაგებობების, საცავებისა და გვირაბების დაპროექტება;
  • გზებისა და მცირე საინჟინრო ნაგებობების დაპროექტება;
  • სამშენებლო ტერიტორიების საინჟინრო გეოლოგიური შეფასება და დიაგნოსტიკა;
  • სავენტილაციო სისტემების დაპროექტება;
  • წყალმოცილებისა და სადრენაჟო სისტემების დაპროექტება;
  • მადნების და მათი გამდიდრების პროდუქტების ქიმიური ანალიზი;
  • მავნე მინარევების განსაზღვრა ბეტონების ინერტულ შემავსებლებში;
  • წყლების და ნიადაგის ანალიზი (მიკრობიოლოგიურის გარდა);
  • მეტალური და არამეტალური სასარგებლო წიაღისეულის ტექნოლოგიური ტესტირება გამდიდრების მექანიკური (გრავიტაცია, მაგნიტური და ელექტროსტატიკური სეპარაცია, ფლოტაცია) და ქიმიური (ჰიდრომეტალურგია) მეთოდებით, საბადოს ეკონომიკური პოტენციალის შეფასების მიზნით;
  • სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების არსებული ტექნოლოგიური პროცესების სრულყოფა;
    საბადოთა დამუშავებასთან დაკავშირებული გარემოს ეკოლოგიური აუდიტი, მონიტორინგი, გარემოზე მავნე ზემოქმედების შემარბილებელი
  • ღონისძიებების შემუშავება, ჩამდინარე წყლების გაწმენდის მეთოდების დამუშავება;
  • სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების საფრთხეების შეფასება, აფეთქების ზემოქმედების კომპიუტერული მოდელირება და ანტიტერორისტული ღონისძიებების შემუშავება;
  • სახიფათო მასალების საწყობების უსაფრთხოების ღონისძიებების დაპროექტება;
  • უსაფრთხოების ბარიერებისა და აფეთქებამედეგი კარებების კონსტრუქციების შერჩევა;
  • სხვადასხვა ობიექტებისა და სამშენებლო ელემენტების (მაგ., ბეტონის, ფოლადის, გარსაცმის) აფეთქებამედეგობის ტესტირება;
  • მაგარი ქანებისა და ბეტონის აუფეთქებლად რღვევის პროექტის შემუშავება (აუფეთქებლად დამრღვევი აგენტის გამოყენებით);
  • წყლის ფიზიკო-ქიმიური ანალიზი საერთაშორისო სტანდარტების (ISO) შესაბამისად.