"დასაქმების კვირეული-2025" სტუ-ში

2025 წლის 19-23 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ინიციატივითა და ორგანიზებით და ფაკულტეტების ჩართულობით, უნივერსიტეტში ჩატარდა "დასაქმების კვირეული-2025". კვირეული მიზნად ისახავდა სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმებას და კარიერულ განვითარებას.
კვირეულში მონაწილეობდა 163 სახელმწიფო და კერძო ორგანიზაცია, მათ შორის სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი.
სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტს გადაეცა მადლობის სიგელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ "დასაქმების კვირეული-2025"-ში მონაწილეობისთვის.
23-05-2025