ინდუსტრიული განვითარების სამიტი (SIPS 2025)

ინსტიტუტის პოლიმერული კომპოზიტების და მაღალტექნოლოგიური მასალების ლაბორატორიის ხელმძღვანელმა სოფიკო კვინიკაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სიმპოზიუმში SIPS 2025 – Sustainable Industrial Processing Summit and Exhibition, კერძოდ კი, Matyjaszewski International Symposium-ში (https://www.flogen.org/sips2025/Krzysztof_Matyjaszewski.php), რომელიც მიეძღვნა მწვანე ქიმიისა და პოლიმერების მდგრადი განვითარებისათვის გამოყენების თემატიკას.

მან წარადგინა პოსტერული პრეზენტაცია სახელწოდებით „Synthesis and Study of Poly (ester Urea)-pseudo Proteins with Enhanced Mechanical Strength“. კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მზარდაჭერით (#FR-23-9113). კონფერენცია გაიმართა ა.წ. 17 ნოემბრიდან 20 ნოემბერის ჩათვლით, ქალაქ სებუში, ფილიპინებში.

24-11-2025