ავსტრიელი სპეციალისტების ვიზიტი

მიმდინარე წლის 1-3 ივნისს, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების დაგეგმვის და თანამშრომლობის პირობების განხილვის მიზნით ინსტიტუტში ვიზიტად იმყოფებოდნენ ავსტრიული კომპანია FUXS GmbH-ის დირექტორი ფრანც სტულბახერი  და ავსტრიის წარმომადგენელი საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტში აფეთქებისაგან დაცვის დარგში კლაუს კოპია.

განხილულ იქნა სამთო ინსტიტუტის მიწისქვეშა ექსპერიმენტულ ბაზაზე კომპანიის მიერ წარმოებული აფეთქებისგან დამცავი საშუალებების გამოცდების ტექნიკური შესაძლებლობები და ამ სფეროში ერთობლივი თანამშრომლობის საკითხები.

5-06-2023