სამთო მეცნიერებების მსოფლიო აკადემიის პირველი აკადემიური საბჭოს შეხვედრა

გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტში 2023 წლის 27-30 აპრილს გაიმართა სამთო მეცნიერებების მსოფლიო აკადემიის პირველი აკადემიური საბჭოს შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ აკადემიკოსები და მეცნიერები შემდეგი ქვეყნებიდან: ყაზახეთი, უზბეკეთი, უკრაინა, ბელარუსია,  გერმანია, მონღოლეთი და რუსეთი.

შეხვედრაზე განხორციელდა წესდებაში ცვლილებების განხილვა და ჩატარდა კენჭისყრა შემოთავაზებული ცვლილებების შესატანად.

აღნიშნულ შეხვედრაზე სამთო ინსტიტუტი გახდა სამთო მეცნიერებების აკადემიის წევრი, რაც  წინაპირობაა მსოფლიო აკადემიასთან და მის სხვა წევრებთან შემდგომი წარმატებული თანამშრომლობისა.

1-05-2023