2025 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტები

.

.

2026 წლის 25 თებერვალს სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გამოაცხადა 2025 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შედეგები. დასაფინანსებლად შეირჩა 111 პროექტი, მათ შორის 3 პროექტი სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტიდან:.

.

.

  1. FR-25-7189 "ბაზალტის ბოჭკოთი არმირებული ფიჭისებური მასალების შემუშავება და შესწავლა, მრავალფუნქციური გამოყენებისთვის" - პროექტის ხელმძღვანელი დ-რ სოფიკო კვინიკაძე, კოორდინატორი: დ-რ დავითი წვერავა.
  2. FR-25-3676 "უტილიზირებული ფეთქებადი ნივთიერებების მოდიფიცირება ნანონაწილაკებით/კატალიზატორებით ნანოენერგეტიკული მასალების მისაღებად" - პროექტის ხელმძღვანელი: პროფ. დ-რ ნიკოლოზ ჩიხრაძე, კოორდინატორი: დ-რ თამარ იაშვილი.
  3. FR-25-1564 "მანგანუმის შლამების კვლევა გამდიდრებადობაზე მაღალხარისხიანი კონცენტრატის მიღების მიზნით" - პროექტის ხელმმძღვანელი: დ-რ მამუკა ბაღნაშვილი, კოორდინატორი: დ-რ ასმათ შეყილაძე.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შედეგების შესახებ იხილეთ სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებ-გვერდზე  

26-02-2026