2023 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგები

2023 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსზე დარეგისტრირდა 463 პროექტი, შეფასების ეტაპზე გადავიდა 439 პროექტი. ფონდის გენერალური დირექტორის 2023 წლის 4 დეკემბრის №180 ბრძანებით "2023 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტების და რანჟირებული სიების დამტკიცების შესახებ" ექსპერტთა ჯგუფების (პანელების) მიერ შემუშავებული საბოლოო შეფასების საფუძველზე, დასაფინანსებლად შეირჩა 112 პროექტი, მათ შორის წარდგენილი გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის მიერ პროექტი FR-23-9113 "სპეციალური დანიშნულების, მულტიფუნქციური კომპოზიტების დამზადება და ტექნოლოგიური პარამეტრების განსაზღვრა".
4-12-2023