ნატოს „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ პროგრამის საინფორმაციო დღე

.

3 მაისს, საქართველომ უმასპინძლა ნატოს „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ პროგრამის საინფორმაციო დღეს,

ღონისძიება ჩატარდა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, საქართველოს საგარეო საქმეთა და განათლების და მეცნიერების სამინისტროების მხარდაჭერით. ღონისძიებას ესწრებოდა ორმოცდაათზე მეტი მონაწილე საჯარო და არაკომერციული კვლევითი ინსტიტუტებიდან.

ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ, უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯეიმს აპატურაიმ და განათლების და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა მიმართა.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ ისაუბრა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს ძალისხმევაზე.

ჯეიმს აპატურაიმ  გახსნითი სიტყვით მიმართა ნატოს მეცნიერების მშვიდობისა და უსაფრთხოების პროგრამის საინფორმაციო დღის დამსწრეებს, სადაც აღნიშნა, რომ ნატომ და საქართველომ უნდა გადადგეს ნაბიჯები სამეცნიერო თანამშრომლობის გასაძლიერებლად და უსაფრთხოების ახალი გამოწვევების დასაძლევად.

პროგრამა „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს შორის დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმია, რომლის უმთავრესს მიზანს, ნატო-ს სტრატეგიული ამოცანების შესაბამისად, სამოქალაქო მეცნიერებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების კუთხით თანამშრომლობის ხელშეწყობა და ცოდნის გაზიარება წარმოადგენს.

სამთო ინსტიტუტის სახელით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ნიკა ბოჭორიშვილმა და მიხეილ ჩიხრაძემ, სადაც მიხეილ ჩიხრაძემ წარადგინა მოხსენება ინსტიტუტში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შესრულებული საგრანტო პროექტის "მიწისქვეშა ნაგებობების დაცვა საწვავის ღრუბლის აფეთქებისაგან" შესახებ. 

4-05-2023