მე-9 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა“

2023 წლის 27-28 სექტემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსში გაიმართა მე-9 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა“.

მე-9 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა სტუ-ის, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების, გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის ორგანიზებით და კომპანია RMG-ის პარტნიორობით და მხარდაჭერით და მასში მონაწილეობა მიიღო სამთო საქმისა და გეოლოგიის დარგში მომუშავე მეცნიერებმა, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა, სტუდენტებმა და ასევე,  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმოამდგენლებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.

მე-9 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა“ გახსნა სტუ-ის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა.

გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის მეცნიერებმა გააკეთეს როგორც ზეპირი, ისე სასტენდო მოხსენებები.

5-10-2023