არემჯისა და გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

2024 წლის 5 თებერვალს არემჯისა და გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი ითვალისწინებს მრავალმხრივ თანამშრომლობას მხარებს შორის და მიზნად ისახავს, საქართველოში სამთო-ტექნოლოგიური პროცესების დახვეწასა და მათ გაუმჯობესებას.
დოკუმენტს ხელი არემჯის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონი შუბითიძემ და სამთო ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ნიკოლოზ ჩიხრაძემ მოაწერეს.
მემორანდუმს ხელი არემჯის თბილისის ოფისში მოეწერა, მას სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, კომპანიის თანამშრომლები და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
დაწვრილებითი ინფორმაცია ღონისძიების შესახებ იხილეთ ვებსაიტებზე:
არემჯისა და გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი იხილეთ .