კონკურსი

სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს შემდეგი ვაკანტური არასამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

  1. მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და სამთო ტექნოლოგიების ცენტრის ანალიზური ქიმიისა და წიაღისეულის გამდიდრების ლაბორატორიის ქიმიკოსის ერთ საშტატო ერთეულზე;
  2. ფეთქებადი მასალების ექსპერტიზის, აფეთქებისგან დამცავი სტრუქტურების და მაღალტექნოლოგიური კომპოზიტების განყოფილების ფეთქებადი ნივთიერებების სინთეზის, ექსპერტიზის და აფეთქების ტექნოლოგიების ლაბორატორიის:

       ა) მთავარი მკვლევარის ერთ საშტატო ერთეულზე;

       ბ) ტექნიკოსის ერთ საშტატო ერთეულზე;

       გ) ლაბორანტის ერთ საშტატო ერთეულზე;

  1. ფეთქებადი მასალების ექსპერტიზის, აფეთქებისგან დამცავი სტრუქტურების და მაღალტექნოლოგიური კომპოზიტების განყოფილების პოლიმერული კომპოზიტების და მაღალტექნოლოგიური მასალების ინჟინრის ერთ საშტატო ერთეულზე;
  2. საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების და პროექტირების ცენტრის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების ლაბორატორიის ტექნიკოსის ერთ საშტატო ერთეულზე;
  3. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის:

       ა) კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორის არასრულ საშტატო ერთეულზე;

       ბ) სანტექნიკოსის ერთ საშტატო ერთეულზე.

კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების მიღება იწყება 2026 წლის 24 მარტს და დამთავრდება 2026 წლის 31 მარტს.

საკონკურსო კომისია ვაკანტური სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის შედეგებს წარადგენს 2026 წლის 15 აპრილამდე.

კონკურსანტებმა განცხადება და მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად, ელ. ფოსტის - tmi@mining.org.ge, საშუალებით.

კონკურსის პირობების სრული ტექსტიდებულება და შესავსები განაცხადის ფორმა იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში.


24-03-2026