სამთო წარმოების 50 წლის იუბილე და წარმატებული სამთოელების დაჯილდოება
17 დეკემბერს, ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში არემჯიმ თანამშრომლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, სამთო წარმოების 50 წლის იუბილე აღნიშნა.
არემჯიმ სამთოელის პროფესიული დღე 2019 წელს დააწესა და ის ყოველი წლის 17 დეკემბერს აღინიშნება.
ღონისძიებაზე არემჯის გენერალურმა დირექტორმა, ჯონი შუბითიძემ 2024-2025 წლების გამორჩეული სამთოელები დააჯილდოვა. 6 წლის განმავლობაში კომპანიამ 43 დამსახურებული თანამშრომელი დააჯილდოვა.
კომპანიის ინიციატივით, წელს პირველად, სამთო საქმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „საპატიო სამთოელის ჯილდო“ დაწესდა, რომელიც აკადემიკოს ლევან ჯაფარიძეს გადაეცა.
წარმოების 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, არემჯის კორპორაციულმა დირექტორმა, კახაბერ მჭედლიშვილმა გააცნო სტუმრებსა და თანამშრომლებს კომპანიის მიერ ინიციირებული ორი პროექტი. პირველი პროექტი, სამთოელის კოსტიუმის ტარების მივიწყებული ტრადიციის გაცოცხლებას უკავშირდება. სამთოელის ახალი, საზეიმო კოსტიუმის შექმნაზე დიზაინერმა ანუკა ქებურიამ იმუშავა. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს მისი ნახვა თეთრ დარბაზში შეეძლოთ. ხოლო მეორე მასშტაბური პროექტი მოქანდაკე ვალერი ჯიქიას მიერ სამთო საქმისადმი მიძღვნილ მონუმენტზე მუშაობის დაწყებას უკავშირდება. მან მონუმენტის იდეა და ესკიზი სამთოელებსა და ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს ჰოლოგრამული გამოსახულების მეშვეობით გაუზიარა.

