მე-10 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა”

.
2024 წლის 27-28 სექტემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა სამთო-გეოლოგიის დარგის მე-10 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა”.
კონფერენციას, რომლის ორგანიზატორები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად არიან საქართველოს მინერალოგიური საზოგადოება, გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი და ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტი, ესწრებოდნენ სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, სტუდენტები, ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერ-მკვლევრები, დარგის სპეციალისტები და მოწვეული სტუმრები: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი თამაზ ჭელიძე; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ლევან ჯაფარიძე; მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ირაკლი გელაშვილი; გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი; ,,რიჩ მეტალს გრუპის’’ აღმასრულებელი დირექტორი ჯონდო შუბითიძე; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი თამარ წუწუნავა; თსუ-ს გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გურამ ქუთელია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი არჩილ მაღალაშვილი.
კონფერენციის გენერალური სპონსორი იყო კომპანია „არემჯი“.
კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე გახსნა და სამთო-გეოლოგიური დარგის მნიშვნელობასა და საერთაშორისო კონფერენციის მიზნებზე ისაუბრა.
გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტიდან წარმოდგენილი იყო 4 ზეპირი და 2 სასტენდო მოხსენება.
ზეპირი მოხსენება:
1. თ. იაშვილი, გ. ბეინაშვილი - ამონიუმის ნიტრატის ბაზაზე დამზადებული ახალი მაღალენერგეტიკული ნარევის დეტონაციის უნარის კვლევა.
2. ლ. ლელუაშვილი, თ. ფირცხალავა, ს. სტერიაკოვა, გ. ლელუაშვილი - მიწისქვეშა ლითონის კონსტრუქციების ელექტროქიმიურიკოროზიისაგან კათოდური დაცვა.
3. დ. წვერავა, ს. კვინიკაძე, ალ. ვანიშვილი, მ. გურეშიძე, ნ. ბერიძე - ბაზალტის ბოჭკოს გამოყენებით მეტალ-პოლიმერული კომპოზიტების მიღება და თვისებების კვლევა.
4. მ. ნადირაშვილი, ნ. აბესაძე, ნ. ღუდუშაური, ა. აფრიაშვილი - ქიმიური ანალიზის როლი ფეთქებადი ნივთიერებების კვლევის პროცესში.
5. ლ. ჯაფარიძე, ნ. ბოჭორიშვილი, ს. ყვავაძე, თ. ფირცხალავა. ნ. ჭიღლაძე, ბ. გოცაძე - ნახშირის მიწისქვეშა გაზიფიკაციის ექსპერიმენტული შესწავლა.
სასტენდო მოხსენება:
1. ა. შეყილაძე, მ. ბაღნაშვილი, ი. სამხარაძე, ნ. მაისურაძე, თ. შუბითიძე, გ. ჩქარეული - შქმერის საბადო/მადანგამოვლინების გლაუკონიტიანი ქვიშების კვლევა გამდიდრება დობაზე კონცენტრა-ტის მიღების მიზნით.
2. ი. ვარშანიძე, ე. ჩაგელიშვილი, რ. სამადაშვილი, ნ. ღუდუშაური, მ. თუთბერიძე - მყარი ტანის დარტყმით-ტალღური დატვირთვის საანგარიშო მოდელის რიცხვითი გაანგარიშების თანამედრო-ვე მეთოდების კვლევა და სრულყოფა.
კონფერენციის პროგრამა იხილეთ ბმულზე