COST კონფერენცია "მოწინავე კომპოზიტები მაღალი სიჩქარის დატვირთვების ქვეშ: სერტიფიცირების გზა ანალიზით 2024"

მიმდინარე წლის 5-6 ივნისს ქ. სტამბულში (თურქეთის რესპუბლიკა), საბანცინის უნივერსიტეტის ტექნიკურ კამპუსში, ევროკომისიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაციის (COST) ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია "მოწინავე კომპოზიტები მაღალი სიჩქარის დატვირთვების ქვეშ: სერტიფიცირების გზა ანალიზით 2024" (HISTRATE Conference 2024), ამავე სახელწოდების პროგრამის ფარგლებში (CA21155 - Advanced Composites under HIgh STRAin raTEs loading: a route to certification-by-analysis (HISTRATE)).
სამთო ინსტიტუტის სახელით, კონფერენციაზე მონაწილეობა მიიღეს ინსტიტუტის დირექტორმა პროფესორმა ნიკოლოზ ჩიხრაძემ (მოხსენების სათაური - ალუმინის ფურცლის შუალედური ფენებით დაბალ ნახშირბადოვანი ფოლადის ფირფიტების აფეთქებაგამძლეობის ექსპერიმენტული შესწავლა) და პოლიმერული კომპოზიტების და მაღალტექნოლოგიური მასალების ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელმა ალექსანდრე ვანიშვილმა (მოხსენების სათაური - ბაზალტის ბაზაზე დამზადებული მაღალი მექანიკური თვისებების მქონე მეტალ-ბოჭკოვანი ლამინატის შექმნა).
.
კონფერენციის პროგრამა იხილეთ: HISTRATE Conference 2024 – Programme – HISTRATE – COST Action CA21155
11-06-2024