მსოფლიოს სამთო მეცნიერებათა აკადიიმის პრეზიდიუმის სხდომა

მიმდინარე წლის 11-15 სექტემბერს ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში ჩატარდა მსოფლიოს სამთო მეცნიერებათა აკადიიმის პრეზიდიუმის სხდომა. საქართველოდან სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო  სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის დირექტორმა ნიკოლოზ ჩიხრაძემ, საქართველოს სამთო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის და მსოფლიო სამთო აკადემიის პრეზიდიუმის წევრის სტატუსით. ნიკოლოზ ჩიხრაძემ  პრეზიდიუმის სხდომაზე გააკეთა მოხსენება თემაზე: „სამთო ინსტიტუტის ძირითადი სამეცნიერო მიმართულებები, მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები“. მან პრეზიდიუმის წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია ინსტიტუტის სამეცნიერო ბაზების, მოწყობილობა-დანადგარების და საკადრო რესურსების შესახებ. ამასთან წარადგინა და ის სავარაუდო თემები, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს ერთობლივად სხვადასხვა ფორმატში. გაიმართა ორმხრივი შეხვედრები სხდომაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებთან. პრეზიდიუმის სხდომაზე ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოსა და მონღოლეთის სამთო მეცნიერებათა აკადემიებს შორის. მემორანდუმს მონღოლეთის მხრიდან ხელი მოაწერა ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა, ამჟამად მონღოლეთის სამთო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა ოჩირბატმა.

19-09-2023