მე-6 საერთაშორისო კონფერენცია აფეთქებისგან დამცავ სტრუქტურებში (ICPS6)

მიმდინარე წლის 13 - 18 მაისს ობურნის უნივერსიტეტში (ალაბამა, აშშ), ამერიკის შეერთებული შტატების არმიის საინჟინრო კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და „აფეთქებისგან დამცავი სტრუქტურების საერთაშორისო ასოციაციის“ ორგანიზებით ჩატარდა „მე-6 საერთაშორისო კონფერენცია აფეთქებისგან დამცავ სტრუქტურებში“ (https://www.eng.auburn.edu/icps6/index.html). კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა 300-ზე მეტი პირი მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო ცენტრებიდან, თავდაცვისა და უსაფრთხოების სახელმწიფო უწყებებიდან, აფეთქებისგან დამცავი საშუალებების წარმოებით, დაპროექტებით და კონსალტინგური საქმიანობით დაკავებული კომპანიებიდან. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა ინსტიტუტის დირექტორი, მთავარი მეცნიერი-თანამშრომელი ნიკოლოზ ჩიხრაძე, რომელმაც პლენარულ სხდომაზე გააკეთა მოხსენება თემაზე, „ენერგო-შთანმთქმელი დამცავი ფენების მქონე ფოლადის ფილების აფეთქებამედეგობის ექსპერიმენტული კვლევა“.  


კონფერენციის პროგრამა იხილეთ ბმულზე     

23-05-2023