კონკურსი
სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს შემდეგი ვაკანტური არასამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:
- მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და სამთო ტექნოლოგიების ცენტრის ანალიზური ქიმიისა და წიაღისეულის გამდიდრების ლაბორატორიის ქიმიკოსის ერთ საშტატო ერთეულზე;
- ფეთქებადი მასალების ექსპერტიზის, აფეთქებისგან დამცავი სტრუქტურების და მაღალტექნოლოგიური კომპოზიტების განყოფილების ფეთქებადი ნივთიერებების სინთეზის, ექსპერტიზის და აფეთქების ტექნოლოგიების ლაბორატორიის:
ა) ტექნიკოსის ერთ საშტატო ერთეულზე;
ბ) ლაბორანტის ერთ საშტატო ერთეულზე;
- ფეთქებადი მასალების ექსპერტიზის, აფეთქებისგან დამცავი სტრუქტურების და მაღალტექნოლოგიური კომპოზიტების განყოფილების პოლიმერული კომპოზიტების და მაღალტექნოლოგიური მასალების ინჟინრის ერთ საშტატო ერთეულზე;
- საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების და პროექტირების ცენტრის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების ლაბორატორიის ტექნიკოსის ერთ საშტატო ერთეულზე;
- მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის:
ა) კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორის არასრულ საშტატო ერთეულზე;
ბ) სანტექნიკოსის ერთ საშტატო ერთეულზე.
კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების მიღება იწყება 2026 წლის 20 თებერვალს და დამთავრდება 2026 წლის 10 მარტს.
კონკურსანტებმა განცხადება და მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად, ელ. ფოსტის - tmi@mining.org.ge, საშუალებით.
კონკურსის პირობების სრული ტექსტი, დებულება და შესავსები განაცხადის ფორმა იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში.
20-02-2026

