მე-8 მსოფლიო მულტი დისციპლინური სიმპოზიუმი დედამიწის მეცნიერებებში (WMESS 2023)

.

მიმდინარე წლის 27 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით ქ. პრაღაში (ჩეხეთის რესპუბლიკა) ჩატარდა მე-8 მსოფლიო მულტი დისციპლინური სიმპოზიუმი დედამიწის მეცნიერებებში. მსოფლიო სიმპოზიუმის ფორმატში სამთო ინსტიტუტმა ორგანიზება გაუკეთა სესიას: „სამთო ინჟინერია, მინერალების დამუშავება, აფეთქება და ახალი ტექნოლოგიები, შრომის უსაფრთხოება“. სესიას ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის დირექტორი, სიმპოზიუმის სამეცნიერო კომიტეტის წევრი, ნიკოლოზ ჩიხრაძე. 

სიმპოზიუმზე ინსტიტუტიდან წარდგენილი იყო და გაკეთდა სამი მოხსენება:


1. Stabilization of Slopes Vulnerable to Landslides Through Tubular Anchors.

2. Fabrication of Protective Structures by Infusion Technology to Resist the Blast Wave.

3. New Concept of Multifunctional Detector for Explosion and Irradiation Identification.

მათ შორის პირველი ორი პლენარულ სესიაზე, ხოლო მესამე სასტენდო სესიაზე.

4-09-2023