კონკურსი
სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს შემდეგი ვაკანტური სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:
- მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და სამთო ტექნოლოგიების ცენტრის საბადოთა დამუშავების და გეოტექნიკის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერი თანამშრომელის (ერთი საშტატო ერთეული);
- ფეთქებადი მასალების ექსპერტიზის, აფეთქებისგან დამცავი სტრუქტურების და მაღალტექნოლოგიური კომპოზიტების განყოფილების ფეთქებადი ნივთიერებების სინთეზის, ექსპერტიზის და აფეთქების ტექნოლოგიების ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელის (ერთი საშტატო ერთეული);
- ფეთქებადი მასალების ექსპერტიზის, აფეთქებისგან დამცავი სტრუქტურების და მაღალტექნოლოგიური კომპოზიტების განყოფილების პოლიმერული კომპოზიტების და მაღალტექნოლოგიური მასალების ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელის (ერთი საშტატო ერთეული).
კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების მიღება იწყება 2026 წლის 24 აპრილს და დამთავრდება 2026 წლის 30 აპრილს.
საკონკურსო კომისია ვაკანტური სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის შედეგებს წარადგენს 2026 წლის 15 მაისამდე.
კონკურსანტებმა განცხადება და მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად, ელ. ფოსტის - tmi@mining.org.ge, საშუალებით.
იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი, კონკურსის დებულება და შესავსები განაცხადის ფორმა თანდართულ დოკუმენტში.
24-03-2026

