საქართველოს სამთო მაცნიერებათა აკადემიის სხდომა

.

.

2025 წლის 25 ივლისს სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტში ჩატარდა საქართველოს სამთო მეცნიერებათა აკადემიის სხდომა.

სხდომას ესწრებოდნენ: ნიკოლოზ ჩიხრაძე, ლევან ჯაფარიძე, ედგარ მატარაძე,ჯონი შუბითიძე, ანზორ აბშილავა, ირაკლი გუჯაბიძე, ნოდარ ფოფორაძე, დემურ ტალახაძე, არჩილ მაღალაშვილი, ზურაბ გუდავაძე, გიორგი ჩხეიძე.

დღის წესრიგში განიხილეს შემდეგი საკითხები:

  1. ინფორმაცია სამთო მეცნიერებათა აკადემიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ  -  /ნ. ჩიხრაძე/
  2. სამთო მეცნიერებათა აკადემიის წევრთა არჩევნები;
  3. გრიგოლ წულუკიძის მედლის დიზაინის შეთანხმება;
  4. „სამთო ჟურნალის“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მოწესრიგების მდგომარეობის შესახებ;
  5. ჟურნალის დებულებაში ცვლილებების განხილვა და დამტკიცება;
  6. ჟურნალის ლოგო და გარე ყდის დიზაინის შეთანხმება;
  7. რეცენზენტთა დახურული ბაზის შესახებ.

ინფორმაციით საქართველოს სამთო მეცნიერებათა აკადემიის მიერ საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ გამოვიდა აკადემიის პრეზიდენტი ნ.ჩიხრაძე.

საქართველოს სამთო მეცნიერებათა აკადემიის წევრებად არჩეული იყვნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  რექტორი ბატონი დავით გურგენიძე, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი ბატონო თეიმურაზ კუნჭულია და Tata Steel Netherlands Holding BV-ის აღმასრულებელი თავმჯდომარე; Tata Steel Europe Ltd-ის საბჭოს წევრი; Tata Steel Limited-ის ევროპული კორპორატიული საქმეების ვიცე-პრეზიდენტი. EUROFER-ის პრეზიდენტი დოქტორი ადამ ჰენრიკი.

ნ. ჩიხრაძის მოახსენა სხდომას,  რომ  წინა შეხვედრაზე დაწესდა ქართველი სამთო მეცნიერის გრიგოლ წულუკიძის სახელობითი მედალი. ამ ეტაპისთვის შემუშავდა მედლის დიზაინის პროექტი რომელიც დაგეგზავნებათ აკადემისს წევრებს და შენიშვნების გათვალისწინებით დამზადდება.

ნ. ჩიხრაძემ ჟურნალის სარედაქციო კოლეგიას გააცნო რა ეტაპები გაიარა განახლებულმა ჟურნალმა და რა სამუშაოები ჩატარდა. მან აღნიშნა, რომ სამთო ჟურნალმა დააკმაყოფილა სტუ-ის ყველა ის მოთხოვნა რაც ეხებოდა განახლებას და მოსმენილი იქნა სტუ-ის აკადემიურ  საბჭოს სხდომაზე. შეიქმნა ჟურნალის ლოგო, ვებ-გვერდი. დაიხვეწა ჟურნალის  დებულება. განახლებულ ჟურნალს  და ყველა სტატიას მენიჭას DOI და აიტვირთა ჟურნალის ვებ-გვერდზე.  ჟურნალი უკვე ინდექსირებულია Google Scholar-ის ბაზაში. განახლდა სარედაქციო კოლეგია. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად შემუშავდა ჟურნალის ახლი გარეკანის რამოდენიმე ვარიანტი და აქედან შეირჩა ერთი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ რომ მოთხოვნის შესაბამისად უნდა შეიქმნას რეცენზენტების დახურული ბაზა და ყველა სტატია უნდა შემოწმდეს პლაგიატზე. ჟურნალი გამოვა ორ ენაზე. ინგლისურ ენოვანი იქნება ელექტრონული ხოლო ქართულ ენოვანი დაიბეჭდება მცირე რაოდენობით.  ამჟამად სულ შემოსულია 17 სამეცნიერო სტატია და აქედან შვიდი ინგლისურენოვანია. სარედაქციო კოლეგიამ უნდა გადაწყვიტოს რეცენზირების საკითხი და მიმართულებების მიხედვით.

26-07-2025