ფეთქებადი მასალების ექსპერტიზის, აფეთქებისგან დამცავი სტრუქტურების და მაღალტექნოლოგიური კომპოზიტების განყოფილება

განყოფილების უფროსი - დ-რ რობერტ სამადაშვილი
ფეთქებადი მასალების ექსპერტიზის, აფეთქებისგან დამცავი სტრუქტურების და მაღალტექნოლოგიური კომპოზიტების განყოფილება წარმოადგენს ინსტიტუტის სტრუქტურულ ერთეულს და ფუნქციონირებს ამ უკანასკნელის წესდების და განყოფილების დებულების საფუძველზე. განყოფილების შემადგენლობაში შედის 3 სტრუქტურული ქვედანაყოფი. ესენია:
1. ფეთქებადი ნივთიერებების სინთეზის, ექსპერტიზის და აფეთქების ტექნოლოგიების ლაბორატორია;
2. პოლიმერული კომპოზიტების და მაღალტექნოლოგიური მასალების ლაბორატორია;
3. ასაფეთქებელი კომპლექსის საინჟინრო - ექსპერიმენტული უზრუნველყოფის ჯგუფი.