კავკასიის VIII საერთაშორისო სიმპოზიუმი პოლიმერებსა და მოწინავე მასალებში ICSP & AM 8

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023 წლის 1-3 აგვისტოს ჩატარდა „კავკასიის მერვე საერთაშორისო სიმპოზიუმი პოლიმერებსა და მოწინავე მასალებში“ (ICSP&AM 8), რომელიც მიეძღვნა მის დამაარსებლისა და საორგანიზაციო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის პროფესორ ომარ მუკბანიანის ხსოვნას და მისი დაბადებიდან 75-ე წლისთავს.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ინსტიტუტის ფეთქებადი მასალების ექსპერტიზის, აფეთქებისგან დამცავი სტრუქტურების და მაღალტექნოლოგიური კომპოზიტების განყოფილების პოლიმერული კომპოზიტების და მაღალტექნოლოგიური მასალების ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელმა - ალექსანდრე ვანიშვილმა, რომელსაც წარმოდგენილი ჰქონდა მოხსენება, სათაურით - პოლიამიდებით მოდიფიცირებული ფსევდო-პროტეინების სინთეზი და დახასიათება - პოლი(ესტერ ამიდ-თანა-ამიდე)ები (Synthesis and characterization of pseudo-proteins modified by polyamides – Poly(Ester amide-co-amide)s), რომელიც ხორციელდება საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინასებით (#PHDF-22-317: ფსევდოპროტეინებით მოდიფიცირებული მულტიფუნქციური ბიოდეგრადირებადი პოლიამიდები და პოლიშარდოვანები) და წარმოადგენს მისი სადოქტორო კვლევით პროექტს.
სიმპოზიუმს დაესწრო როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნებიდან (პოლონეთი, თურქეთი, ირანი, ყაზახეთი, ლიეტუვა, ბელორუსია, აზერბაიჯანი). სიმპოზიუმის მუშაობა მიმდინარეობდა ჰიბრიდული ფორმატით, რამაც ასევე საშუალება მისცა მეცნიერებს დისტანციურად მიეღოთ მონაწილეობა და წარმოედგინათ მათი ნაშრომი (ბრაზილია, ესპანეთი, საფრანგეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი).დამატებითი ინფორმაცია სიმპოზიუმის მიმდინარეობის შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე  https://icsp8.tsu.ge/ge/home
4-08-2023