თანამშრომლობის მემორანდუმი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტს შორის

2024 წლის 27 ნოემბერს სსიპ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. 

მემორანდუმი ითვალისწინებს მრავალმხრივ თანამშრომლობას საგანმანათლებო პროგრამების, სამეცნიერო და კულტურულ სფეროში.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროპ. მერაბ ხალვაშმა და გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ნიკოლოზ ჩიხრაძემ.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი იხილეთ   .  

29-11-2024