XXIII მულტი დისციპლინარული კონფერენცია SGEM 2023

.

2023 წლის 2 ივლისიდან 11 ივლისამდე ალბენაში (ბულგარეთი) ჩატარდა “23-ე საერთაშორისო მულტი დისციპლინური გეოკონფერენცია: სამთო საქმის, გეოდეზიის, გეოლოგიისა და მართვის პრობლემები“ - https://www.sgem.org/ . საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტის წევრის, სესიის თავმჯდომარისა და პლენარულ სხდომაზე მიწვეული მომხსენებლის სტატუსით კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ინსტიტუტის დირექტორმა, სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის №FR-21-6556 საგრანტო პროექტის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ჩიხრაძემ. კონფერენციაზე სამეცნიერო საზოგადოების წინაშე წარდგენილ იქნა საგრანტო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევებით მიღებული შედეგები.  მოხსენების თემას წარმოადგენდა: „SHOCK-WAVE SYNTHESES OF HIGH ENTROPY ALLOYS IN Fe-W-Al-Ti-Ni-B-C SYSTEM“.

კონფერენციაში ნიკოლოზ ჩიხრაძის მონაწილეობისა და მივლინების ხარჯები დაიფარა №FR-21-6556 საგრანტო პროექტის სახსრებიდან.

13-07-2023