საკონსტრუქტორო კვლევების და პროექტირების სამეცნიერო ცენტრი

ცენტრის უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - აკად.დოქტორი გიორგი ჯავახიშვილი

საკონსტრუქტორო კვლევების და პროექტირების სამეცნიერო ცენტრი წარმოადგენს ინსტიტუტის სტრუქტურულ ერთეულს და ფუნქციონირებს ამ უკანასკნელის წესდების საფუძველზე.

  • სამოქალაქო, სამრეწველო და მიწისქვეშა შენობა-ნაგებობების კონსტრუქციული და არქიტექტურული პროექტების მომზადება.
  • კონსტრუქციების საანგარიშო სქემების დადგენა და მათი გაანგარიშება.
  • ობიექტის მშენებლობის პროცესში გამოვლენილი ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა.
  • საავტორო ზედამხედველობის განხორციელება.
  • სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.
  • აზომვითი სამუშაოების წარმოება.
  • დეფექტური აქტების შედგენა.
  • შენობა-ნაგებობების ელექტრომომარაგების, წყალსადენ-კანალიზაციის, გათბობის, ვენტილაცია-კონდიცირების სისტემების დაპროექტება.
  • საყრდენი გეოდეზიური ქსელის შექმნა და გეოდეზიური წერტილების განსაზღვრა.
  • გეოდეზიური წერტილების ადგილზე პოვნა და საველე ტოპოგრაფიული აგეგმვა.
  • ტერიტორიის აერო-ფოტო გადაღება.
  • საინჟინრო-გეოლოგიური კვლევითი სამუშაოები.
მატერიალურ-ტექნიკური ბაზა:
  • GPS - სისტემა Leica GS-08 plus.
  • ტაქეომეტრი (Total station) Leica TS-09 plus.
  • DJI Phantom 4 PRO plus.

პერსონალი

საკონსტრუქტორო კვლევების და პროექტირების სამეცნიერო ცენტრის უფროსი, მთ. მეცნ. თანამშრომელი;
პროექტების მთავარი ინჟინერი
კონსტრუქტორი
არქიტექტორი
ხარჯთაღმრიცხველი
წამყვანი სპეციალისტი
უფროსი სპეციალისტი
უფროსი სპეციალისტი
სპეციალისტი