ანალიზური ქიმიის და წიაღისეულის გამდიდრების განყოფილება


.მინდელის ქ.7, IV სართული
ტელ.: +(995 595) 512229

ფაქსი: +(995 32) 2325990

 

ანალიზური ქიმიისა და სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების განყოფილება წარმოადგენს ინსტიტუტის სტრუქტურულ ერთეულს და ფუნქციონირებს ამ უკანასკნელის წესდების საფუძველზე.

განყოფილება ჩამოყალიბდა სასარგებლო წიაღისეულის და გამდიდრების ლაბორატორიის ბაზაზე, რომელიც შეიქმნა 1957 წელს. შექმნის მომენტიდან დღემდე განყოფილება უწევს მაღალხარისხიან მომსახურებას საქართველოს სამთო-მომპოვებელ მრეწველობას და გეოლოგიურ სამსახურებს.

ანალიზური ლაბორატორია ორიენტირებულია მაღალხარისხიან მომსახურებაზე ორი მიმართულებით:

  1. ნახშირების, შავი, ფერადი და კეთილშობილი მეტალების მადნების, მათი გამდიდრების პროდუქტების და გეოლოგიურ-საძიებო სინჯების ქიმიური ანალიზი:
  • მავნე მინარევების განსაზღვრა ინერტულ შემავსებლებში;
  • პიგმენტების ხარისხობრივი მახასიათებლების განსაზღვრა;
  • გრუნტის წყლების და ქანების აგრესიულობის დადგენა;
  • გარემოს სინჯების ანალიზი (ბუნებრივი და ჩამდინარე წყლები, ნიადაგები);
  • საცრითი და სედიმენტაციური ანალიზები.

ანალიზის მაღალი შედეგები მიიღწევა ლაბორატორიული ხელსაწყოების პერმანენტული მეტროლოგიური კონტროლით და საერთაშორისო აღიარების მქონე სერტიფიცირებული სტანდარტული ნიმუშების და ეტალონების სისტემატიური ანალიზით.

ანალიზური მომსახურება ხორციელდება როგორც ფიზიკური, ისე კლასიკური სველი ქიმიური მეთოდებით.

სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების ლაბორატორია ასრულებს კვლევით სამუშაოებს მადნების ტექნოლოგიური ტესტირების სფეროში, რომლის საფუძველზეც ფასდება საბადოს ეკონომიკური პოტენციალი.

ტესტირება წარმოებს მადნების გამდიდრების ჰიდრომეტალურგიული და კომბინირებული მეთოდებით, რომლებშიც ჩართულია ელექტრომაგნიტური და ელექტროსტატიკური სეპარაციები.

განყოფილების დებულება  
gggggggggg
ძირითადი სამეცნიერო მიმართულებები:

    განყოფილება პრაქტიკულად აერთიანებს ერთმანეთთან ორგანულად შერწყმულ ორ ლაბორატორიას– ანალიზური ქიმიის და გამდიდრების, რომლებიც ასრულებს გამოყენებითი ხასიათის კვლევებს შემდეგი მიმართულებით:

 ანალიზური ქიმიის:

  1. მადნების და მათი გამდიდრების პროდუქტების ქიმიური ანალიზი;
  2. მავნე მინარევების განსაზღვრა ბეტონების ინერტულ შემავსებლებში;
  3. გრუნტის წყლების და ნიადაგების ანალიზი.

 ბ) სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრება:

  • მეტალური და არამეტალური სასარგებლო წიაღისეულის ტექნოლოგიური ტესტირება გამდიდრების მექანიკური (გრავიტაცია, მაგნიტური და ელექტროსტატიკური სეპარაცია, ფლოტაცია) და ქიმიური (ჰიდრომეტალურგია) მეთოდებით, საბადოს ეკონომიკური პოტენციალის შეფასების მიზნით;
  • სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების არსებული ტექნოლოგიური პროცესების სრულყოფა;
  • საბადოთა დამუშავებასთან დაკავშირებული გარემოს დაცვითი პრობლემები (ეკოლოგიური აუდიტიმონიტორინგი, გარემოზე მავნე ზემოქმედების შემარბილებელი ღონისძიებების შემუშავება, ჩამდინარე წყლების გაწმენდის მეთოდების დამუშავება)
ექსპერიმენტული ბაზა: 

ანალიზური ქიმიის ლაბორატორია: 

  • სპექტროფოტომეტრი DR 1900 (ფირმა HACH-LANGE);
  • ატომურ-აბსორბციული სპექტროფოტო მეტრი (Perkin Elmer);
  • ელექტროფოტოკოლორიმეტრი;
  • PH-მეტრი (ფირმა Hanna);
  • PH-მეტრ-პოტენციომეტრი (ფირმა Hanna);
  • ანალიზური და ტექნიკური სასწორები (ფირმა RADWAG) და სხვ.

 

სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების ლაბორატორია:

  • მიკროსკოპი AmScope;
  • სინჯის სტანდარტული მომზადება: საშრობი, სამსხვრეველა, ჯონსის გამყოფი, საპუდრი (ფირმა Ritchi) სტანდარტული საცრების კომპლექტი;
  • დანადგარი მადნის ტექნოლოგიური ტესტირებისთვის;
  • საფლოტაციო მანქანები;
  • ელექტროსტატიკური სეპარატორი;
  • ელექტრომაგნიტური სეპარატორი;
  • დამლექი მანქანა;
  • საკონცენტრაციო მაგიდა;
  • დანადგარი ციანირებადი ოქროს განსაზღვრისათვის (BLEG  ტესტი);
  • ოქროს გამოსატუტი სვეტები პერკოლაციური ტესტისათვის;
  • მიქსერები ოქროს გამოტუტვისათვის;
  • ოქროს შემცველი მადნების გროვული გამოტუტვის მოედანი;
  • მულტიმიქსერი.

საექსპერტო, საკონსულტაციო და საპროექტო შესაძლებლობები: 

  • კონსულტაცია სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების და მინერალური ნედლეულის გამოყენების სფეროში;
  • სინჯის აღება და მომზადება;
  • ანალიზური მომსახურება;
  • სასარგებლო წიაღისეულის (მადნების) ტექნოლოგიური ტესტირება;
  • მომსახურება გარემოს დაცვის სფეროში.


პერსონალი

განყოფილების უფროსი
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
მეცნიერი თანამშრომელი
მეცნიერი თანამშრომელი
სპეციალისტი
სპეციალისტი
ინჟინერი
ინჟინერი
ტექნიკოსი