ანალიზური ქიმიისა და წიაღისეულის გამდიდრების ლაბორატორია

ნინო მაისურაძე

უფროსი სპეციალისტი

ე.მინდელის ქ.7, IV სართული

ტელ.:+(995 577) 424056

ელ-ფოსტა:nino-maisuradze@lenta.ru

დაბადების თარიღი:

21.06.1964 წ.

განათლება:

1981–1986 – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (ამჟამად ტექნიკური უნივერსიტეტი) ქიმიის ფაკულტეტი, სპეც: მჭიდი მასალების ტექნოლოგია; ინჟინერ–ქიმიკოს–ტექნოლოგის კვალიფიკაციით

ტრენინგები:
  • ტრენინგი ატომური შთანთქმის სპექტრომეტრზე “Analyst 200”, კომპანია "Perkin Elmer”-ის წარმომადგენლობა.
შრომითი საქმიანობა:

1980 – კომბინატი "საქგაფორმება";
1986–1988 – საქართველოს საშენ მასალათა სამინისტრო, უსაფრთხოების ინჟინერი;
1988–1999 – საშენ მასალათა კვლევითი ინსტიტუტი, უმცრ. მეცნიერ თანამშრომელი;
2011 - დღემდე - სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი

სამეცნიერო ინტერესები:
  • მადნების და მათი გადამუშავების პროდუქტების ანალიზი;
  • ნახშირების, ინერტული შემავსებლების ანალიზი;
  • წყლების ანალიზი, როგორც სველი, ისე ინსტრუმენტული მეთოდებით.
შერჩეული პუბლიკაციები:
  • ბნელი ხევის დაჟანგული მადნების გამოტუტვის ტექნოლოგიური შფასება ("სვეტის" ტესტი). „სამთო ჟურნალი“, №1(40), 2018. გვ: 51–54 (თანაავტორები: ნ.შეყრილაძე, ი.სამხარაძე, ნ.ადეიშვილი, გ.ჩქარეული);
  • ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული ჩამდინარე წყლების გაწმენდა მეზოფორებიანი ქვანახშირის ფილტრზე. „დედამიწის და გარემოს მეცნიერებების ჟურნალი, საკონფერენციო სერია, 44 (2016) (თანაავტორები: ე.გვაზავა, ი.სამხარაძე) IOPscience http://iopscience.iop.org/article/10.1088/1755-1315/44/5/052016/pdf  
  • ვერცხლის არსებობის ფორმები დავით–გარეჯის საბადოს ვერცხლის შემცველ ბარიტის მადნებში. ”სამთო ჟურნალი”, №1(36), თბილისი, 2016. გვ. 115–118 (თანაავტორები: მ.ბაღნაშვილი, ო.კავთელაშვილი, ნ.ადეიშვილი, ა.შეყილაძე, მ.ჩუბუნიძე)
სამეცნიერო საგრანტო პროექტებში მონაწილეობა:

1. CARYS 19-2329 „ბუნებრივი პიგმენტების მიღების ინოვაციური საწარმოო ტექნოლოგიის შემუშავება ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე და შედეგების კომერციალიზაცია“(31.07.2020-31.07.2021). დამფინანსებელი: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (შრესფ) - ძირითადი შემსრულებელი;

2. პროექტი №FR/342/3-180/13 – "ძნელად გასამდიდრებელი მანგანუმის მადნების და ნახშირების გამდიდრების პროცესების კვლევა და კონტროლი დამატებითი მმართველი სიდიდეების გათვალისწინებით" (2014–2016), შემსრულებელი. დამფინანსებელი: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (შრესფ).

საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში (კონფერენციებში) მონაწილეობა:
  • სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი, მე-3 სამეცნიერო კონფერენცია „სამთო საქმის და გეოლოგიის აქტუალური პრობლემები“, 9 დეკემბერი, თბილისი, 2016 წ.
სახელშეკრულებლო სამუშაოები:
  • პოლიმეტალური მადნების და კვარციტების გამოცდა გამდიდრებადობაზე -N13-18/09(05.02.2013);
  • ოქროსშემცველი მადნების ტექნოლოგიური გამოცდა ციანიდური გამოტუტვის მეთოდის გამოყენებით -N13-18/01 -04.01.2013 წ.
  • ბექთაქარის, დარბაზის, იმედის, ბნელიხევის, ქვ.ბოლნისის, წითელხევის საბადოს ოქროსშემცველი მადნების ზედაპირული და რევერსიული ბურღვის ჭების სინჯების ტექნოლოგიური გამოცდა - N11-18/34 C -04.10.2012 წ.
  • ნოვრუზკალის და ასტარგანის საბადოს ოქროსშემცველი მადნების ზედაპირული და რივერსიული ბურღვის ჭების სინჯების ტექნოლოგიური გამოცდა - 11-18/34G - 01.09.2011;
  • მივერუდის საბადოს ოქროსშემცველი მადნების ციანიდური გამოტუტვის ტექნოლოგიის ლაბორატორიული და ნახევრადსაწარმოო გამოცდა -N11-18/09 G  - 28.03.2011;