ანალიზური ქიმიის და წიაღისეულის გამდიდრების განყოფილება

ირმა სამხარაძე

სპეციალისტი

ე.მინდელის ქ.7, I სართული

ტელ.:593 243206

ელ-ფოსტა:irma_samkharadze@mail.ru

დაბადების თარიღი:

12.10.1963 წ.

განათლება:

1980-1985 - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი, სპეციალობით: სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრება; ინჟინერ-გამამდიდრებელი;

2017 წლიდან – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო–გეოლოგიური ფაკულტეტის დოქტორანტი, წიაღისეულის გამდიდრების მიმართულებით.

სამეც./აკად.ხარისხი:

დოქტორანტი

შრომითი საქმიანობა:

1986-1988 - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმში- ინსპექტორი;

1988 - დღემდე - სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი.


სამეცნიერო ინტერესები:
  • სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრება, მათ შორის ჰიდრომეტალურგიული ხერხით;
  • გარემოს დაცვის პრობლემები, მათ შორის ჩამდინარე წყლების გაწმენდა;
  • ტექნოლოგიური პროცესის კონტროლის მეთოდები.
შერჩეული პუბლიკაციები:
  • ბნელი ხევის დაჟანგული მადნების გამოტუტვის ტექნოლოგიური შფასება ("სვეტის" ტესტი). „სამთო ჟურნალი“, №1(40), 2018. გვ: 51–54 (თანაავტორები: ნ.შეყრილაძე, ნ.ადეიშვილი, ნ.მაისურაძე, გ.ჩქარეული);
  • ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული ჩამდინარე წყლების გაწმენდა მეზოფორებიანი ქვანახშირის ფილტრზე. „დედამიწის და გარემოს მეცნიერებების ჟურნალი, საკონფერენციო სერია, 44 (2016). (თანაავტორები: ე.გვაზავა, ნ.მაისურაძე)დამცავი ფეთქებადი ნივთიერებების ანტიგრიზუტული თვისებები. „სამთო ჟურნალი“, №2(35), 2015. გვ: 59–65 (თანაავტორები: ზ.კუჭიხიძე, ა.აფრიაშვილი, გ.ბახუტაშვილი, გ.შატბერაშვილი, გ.თხელიძე); IOPscience http://iopscience.iop.org/article/10.1088/1755-1315/44/5/052016/pdf 
  • მანგანუმის ჟანგეული და დაჟანგული მინერალების შემცველი შლამების გამდიდრება ხრახნულ სეპარატორზე. "მეცნიერება და ტექნოლოგიები", #7–9, 2011 (თანაავტორები: გ.ჩქარეული, ა.შეყილაძე);
  • მანგანუმის მადნის შლამების ფლოტაციის პროცესის კვლევა - ”სამთო ჟურნალი”, #2(27), 2011 გვ: 46-55 (თანაავტორები: მ.გამცემლიძე, რ.ენეგელი, ა.შეყილაძე, ნ.ღუღუნიშვილი);
  • ჰაერის ნაკადით და ჭრის პრინციპით მომუშავე სამსხვრევი მოწყობილობა. "მეცნიერება და ტექნოლოგიები", #10–12, 2010. გვ:94–98 (თანაავტორები: მ.გამცემლიძე, ნ.სამხარაძე);
  • მინერალების დაყოფის პროცესის კვლევა სალექ მანქანაზე დამატებითი სიდიდის გათვალისწინებით. "მეცნიერება და ტექნოლოგიები", #10–12, 2010. გვ:89–94. (თანაავტორები: მ.გამცემლიძე, გ.ჯავახიშვილი, მ.თუთბერიძე);
  • მძიმე გარემოში მომუშავე ჰიდროციკლონებში გამდიდრების პროცესის მართვის ხერხი. ”სამთო ჟურნალი” , #1(22), თბილისი, 2009. გვ: 31-34 (თანაავტორები: მ.გამცემლიძე, მ.თუთბერიძე, გ.ჩქარეული).
სამეცნიერო საგრანტო პროექტებში მონაწილეობა:

1. პროექტი #GNSF/ST 08/5 -441 ”მანგანუმის მადნის კუდების, შლამების გამდიდრებისას დამატებითი სიდიდეების გათვალისწინებით პროცესების კვლევა და კონტროლი”(23.03.09-28.02.2011), დამფინანსებელი: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი 

საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში (კონფერენციებში) მონაწილეობა:
  • მე-4 ყოველწლიური ღია სამეცნიერო კონფერენცია "სამთო საქმის და გეოლოგიის აქტუალური პრობლემები", 8 დეკემბერი, 2017 წ., თბილისი, გრ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტი. მოხს: "ბნელი-ხევის დაჟანგული მადნების ორი სინჯის გამოტუტვის ტექნოლოგიური შეფასება („სვეტის“ ტესტი)". 
  • სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი, მე-3 სამეცნიერო კონფერენცია „სამთო საქმის და გეოლოგიის აქტუალური პრობლემები“, 9 დეკემბერი, თბილისი, 2016 წ.
სახელშეკრულებლო სამუშაოები:
  • ოქროსშემცველი მადნების ტექნოლოგიური გამოცდა ციანიდური გამოტუტვის მეთოდის გამოყენებით -#13-18/01 -04.01.2013 წ.;
  • ბექთაქარის, დარბაზის, იმედის, ბნელიხევის, ქვ.ბოლნისის, წითელხევის საბადოს ოქროსშემცველი მადნების ზედაპირული და რევერსიული ბურღვის ჭების სინჯების ტექნოლოგიური გამოცდა - #11-18/34 C -04.10.2012;
  • ნოვრუზკალის და ასტარგანის საბადოს ოქროსშემცველი მადნების ზედაპირული და რივერსიული ბურღვის ჭების სინჯების ტექნოლოგიური გამოცდა - 11-18/34G - 01.09.2011;
  • სსიპ რ. აგლაძის არაორგანული და ელ. ქიმიის ინსტიტუტის #GNSF/ST 09 1049.7-19 საგრანტო პროექტის ხელშეკრულება #07-08/21.25.