ანალიზური ქიმიისა და წიაღისეულის გამდიდრების ლაბორატორია

ლაბორატორიის გამგე - აკადემიური დოქტორი ასმათ შეყილაძე

.მინდელის ქ.7, I სართული
ტელ.:  +(995 32) 2324716

ფაქსი: +(995 32) 2325990

 

ანალიზური ქიმიისა და სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების ლაბორატორია წარმოადგენს ინსტიტუტის სტრუქტურულ ერთეულს მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და სამთო ტექნოლოგიების ცენტრის შემადგენლობაში და ფუნქციონირებს ამ უკანასკნელის წესდების საფუძველზე.

..

ლაბორატორია ჩამოყალიბდა სასარგებლო წიაღისეულის და გამდიდრების ლაბორატორიის ბაზაზე, რომელიც შეიქმნა 1957 წელს. შექმნის მომენტიდან დღემდე ლაბორატორია უწევს მაღალხარისხიან მომსახურებას საქართველოს სამთო-მომპოვებელ მრეწველობას და გეოლოგიურ სამსახურებს.

ლაბორატორია ორიენტირებულია მაღალხარისხიან მომსახურებაზე მიმართულებით:

  • მადნების და საძიებო-გეოლოგიური სინჯების ანალიზი კეთილშობილ, ფერად და შავ მეტალებზე, ასევე სხვა კომპონენტებზე; პიგმენტების ხარისხობრივი მახასიათებლების დადგენას (ქიმიური შემადგენლობა და ა.შ.), ქანების და წყლების აგრესიულობის განსაზღვრას და ა.შ.

ანალიზური მომსახურება ხორციელდება როგორც ფიზიკური (ატომური აბსორბციული სპექტრომეტრი), ისე კლასიკური სველი ქიმიური მეთოდებით.

სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების ლაბორატორია ასრულებს კვლევით სამუშაოებს მადნების ტექნოლოგიური ტესტირების სფეროში. ტესტირებისათვის გამოიყენება შემდეგი მეთოდები: გრავიტაციული გამდიდრება (დალექვა, გამდიდრება საკონცენტრაციო მაგიდაზე, ხრახნულ სეპარატორზე, მძიმე გარემოში); მაგნიტური სეპარაცია; ჰიდრომეტალურგიული პროცესები ოქროს შემცველი მადნებისა და სპილენძის დაჟანგული მადნებისათვის.

.

        

              

.

ძირითადი სამეცნიერო მიმართულებები:

ლაბორატორია პრაქტიკულად აერთიანებს ერთმანეთთან ორგანულად შერწყმულ ორ მიმართულებას –  ანალიზური ქიმიის და წიაღისეულის გამდიდრების, რომლებიც ასრულებენ გამოყენებითი ხასიათის კვლევებს შემდეგი მიმართულებით:

ანალიზური ქიმიის:

  • მადნების და მათი გამდიდრების პროდუქტების ქიმიური ანალიზი;
  • სასმელის წყლის ანალიზი.

) სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრება:

  • ქიმიური ანალიზისთვის სინჯის მომზადება;
  • მეტალური და არამეტალური სასარგებლო წიაღისეულის ტექნოლოგიური ტესტირება გამდიდრების მექანიკური (გრავიტაცია, მაგნიტური სეპარაცია, ფლოტაცია) და ქიმიური (ჰიდრომეტალურგია) მეთოდებით.

.

ექსპერიმენტული ბაზა: 

ანალიზური ქიმიის ლაბორატორია: 

  • ატომურ-აბსორბციული სპექტროფოტომეტრი (ფირმა Perkin Elmer);
  • PH-მეტრი (ფირმა Hanna);
  • PH-მეტრ-პოტენციომეტრი (ფირმა Hanna);
  • ანალიზური და ტექნიკური სასწორები (ფირმა  RADWAG);
  • ალური ფოტომეტრი;
  • იონ ქრომატოგრაფი;
  • მულტიმეტრი;
  • პორტატული ლუმინომეტრი;
  • Cary 60 UV-ViS სპექტროფოტომეტრი;
  • მუფელი, საშრობი კარადები, წყლის სახდელი აპარატები და სხვა


                         

 სპექტროფოტომეტრი DR 1900          ატომურ-აბსორბციული       ელექტროფოტოკოლორიმეტრი        PH-მეტრი (Hanna)                        pH 211 მიკროპრო

         (HACH-LANGE)                    სპექტროფოტომეტრი                                                                                      pH-მეტრი (Hanna)

                                         AAnalyst 200 (Perkin Elmer)

                                                    Radwag ანალიზური სასწორი           მულტი როტატორი (Biosan)        ორბიტალური შეიკერი (Biosan)         MRC ორბიტალური შეიკერი 

       

                                              

                            პორტატული ლუმინომეტრი                      იონ-ქრომატოგრაფი                Cary 60 UV-ViS სპექტროფოტომეტრი 


სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების ლაბორატორია:

  • სინჯის სტანდარტული მომზადება: საშრობი, სამსხვრეველა, ჯონსის გამყოფი, საპუდრი (ფირმა Ritchi)
  • სტანდარტული საცრების კომპლექტი;
  • საფლოტაციო მანქანები;
  • ელექტრომაგნიტური სეპარატორი;
  • დამლექი მანქანა;
  • საკონცენტრაციო მაგიდა;
  • დანადგარი ციანირებადი ოქროს განსაზღვრისათვის (BLEG  ტესტი)
  • ოქროს გამოსატუტი სვეტები პერკოლაციური ტესტისათვის;
  • მიქსერები ოქროს გამოტუტვისათვის;
  • ოქროს შემცველი მადნების გროვული გამოტუტვის მოედანი.


                              

                     მიკროსკოპი AmScope                         Retsch სამსხვრეველა                      Retsch საპუდრი                          მულტიმიქსერი

                                                                                                                                                                          MM-1000 (Biosan)  

რას ვთავაზობთ
  • მადნების და მათი გამდიდრების პროდუქტების ქიმიური ანალიზი;
  • წყლების ანალიზი;
  • სასარგებლო წიაღისეულის ტექნოლოგიური ტესტირება გამდიდრების მექანიკური (გრავიტაცია, მაგნიტური სეპარაცია, ფლოტაცია) და ქიმიური (ჰიდრომეტალურგია) მეთოდებით;


პერსონალი

ლაბორატორიის უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მთავარი ტექნოლოგი
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
მეცნიერი თანამშრომელი
უფროსი სპეციალისტი
სპეციალისტი
წყლის ბიოანალიზის ჯგუფის უფროსი - მთავარი მკვლევარი (არასრული)
პრეპარატორი