საბადოთა დამუშავების და სამთო გეოტექნიკის ლაბორატორია


ლაბორატორიის უფროსი - აკადემიური დოქტორი ნიკა ბოჭორიშვილი

საბადოთა დამუშავების და სამთო გეოტექნიკის ლაბორატორია სტრუქტურულად შედის მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და სამთო ტექნოლოგიების ცენტრში.

  

ძირითადი სამეცნიერო მიმართულებები:
  • მიწისქვეშა ნაგებობების დაპროექტებისა და მშენებლობის საინჟინრო და გეომექანიკური პრობლემები;
  • სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების სისტემებისა და ტექნოლოგიების სრულყოფა;
  • ბუნებრივი და ხელოვნური მიწისქვეშა სივრცეების ათვისებისა და გამოყენების პრობლემები;
  • ბუნებრივი და ტექნოგენური მეწყერსაშიში ფერდობების მდგრადობის გეომექანიკური პრობლემები;
  • ნახშირის მიწისქვეშა გაზიფიკაციის ტექნოლოგიების კვლევა;
  • სამთო მოპოვებითი მრეწველობის გარემოს დაცვითი, შრომისა და საინჟინრო-ტექნიკური უსაფრთხოების პრობლემები.


მატერიალურ-ტექნიკური ბაზა:

 
    
DJI Mavic 2 Pro DJI Phantom 4 GoPro 10
  


 
 
  
MotionBLITZ Cube 7 Blaster’s Ranger  MotionBLITZ mini2

                                                                                           

სამეცნიერო საგრანტო პროექტები:
  1. №216968 „აეროზოლური ტერორიზმის პრევენციის მეთოდების დამუშავება თბილისის მეტროს ვენტილაცისათვის“ (30.11.2016-29.11.2018) - პროექტის ხელმძღვანელი ო.ლანჩავა, დამფინანსებელი: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
რას ვთავაზობთ?:
  • სამთო, სატრანსპორტო, ჰიდროტექნიკური, კომუნალური, თავდაცვის და სხვა დანიშნულების მიწისქვეშა ნაგებობების სტატიკურ და დინამიკურ დატვირთვებზე გაანგარიშება და დაპროექტება.
  • სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების პროექტების მომზადება;
  • სამთო საწარმოთა რეაბილიტაციის საინვესტიციო პროექტების მომზადება;
  • ზედაპირებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების სამთო სამუშაოების გავლენისაგან დაცვის და რეკულტივაციის პროექტების მომზადება;
  • მეწყერსაშიში ფერდობების მდგრადობის შეფასებისა და მისი უზრუნველყოფის საშუალებათა გაანგარიშება;
  • ბუნებრივი (მღვიმეები) მიწისქვეშა სივრცეების სტატიკურ და დინამიკურ დატვირთვებზე გაანგარიშება და მისი, როგორც ტურისტულ რეკრეაციული ინფრასტრუქტურის გამოყენებადობის დასაბუთება;
  • აფეთქებით გამოწვეული სეისმური ტალღების რეგისტრაციას და შენობა-ნაგებობებზე მათი ზეგავლენის დადგენა;
  • მიწისქვეშა სივრცეების და ზედაპირების 3D ფოტოგრამეტრია და აგეგმვა.

პერსონალი

ლაბორატორიის უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
მეცნიერი თანამშრომელი
მეცნიერი თანამშრომელი
უფროსი სპეციალისტი
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი