საბადოთა დამუშავების და სამთო გეოტექნიკის ლაბორატორია
ლაბორატორიის უფროსი - აკადემიური დოქტორი ნიკა ბოჭორიშვილი
საბადოთა დამუშავების და სამთო გეოტექნიკის ლაბორატორია სტრუქტურულად შედის მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და სამთო ტექნოლოგიების ცენტრში.
ძირითადი სამეცნიერო მიმართულებები:
- მიწისქვეშა ნაგებობების დაპროექტებისა და მშენებლობის საინჟინრო და გეომექანიკური პრობლემები;
- სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების სისტემებისა და ტექნოლოგიების სრულყოფა;
- ბუნებრივი და ხელოვნური მიწისქვეშა სივრცეების ათვისებისა და გამოყენების პრობლემები;
- ბუნებრივი და ტექნოგენური მეწყერსაშიში ფერდობების მდგრადობის გეომექანიკური პრობლემები;
- ნახშირის მიწისქვეშა გაზიფიკაციის ტექნოლოგიების კვლევა;
- სამთო მოპოვებითი მრეწველობის გარემოს დაცვითი, შრომისა და საინჟინრო-ტექნიკური უსაფრთხოების პრობლემები.
მატერიალურ-ტექნიკური ბაზა:
| DJI Mavic 2 Pro | DJI Phantom 4 | GoPro 10 |
| |
||
| MotionBLITZ Cube 7 | Blaster’s Ranger | MotionBLITZ mini2 |
სამეცნიერო საგრანტო პროექტები:
- №216968 „აეროზოლური ტერორიზმის პრევენციის მეთოდების დამუშავება თბილისის მეტროს ვენტილაცისათვის“ (30.11.2016-29.11.2018) - პროექტის ხელმძღვანელი ო.ლანჩავა, დამფინანსებელი: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
რას ვთავაზობთ?:
- სამთო, სატრანსპორტო, ჰიდროტექნიკური, კომუნალური, თავდაცვის და სხვა დანიშნულების მიწისქვეშა ნაგებობების სტატიკურ და დინამიკურ დატვირთვებზე გაანგარიშება და დაპროექტება.
- სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების პროექტების მომზადება;
- სამთო საწარმოთა რეაბილიტაციის საინვესტიციო პროექტების მომზადება;
- ზედაპირებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების სამთო სამუშაოების გავლენისაგან დაცვის და რეკულტივაციის პროექტების მომზადება;
- მეწყერსაშიში ფერდობების მდგრადობის შეფასებისა და მისი უზრუნველყოფის საშუალებათა გაანგარიშება;
- ბუნებრივი (მღვიმეები) მიწისქვეშა სივრცეების სტატიკურ და დინამიკურ დატვირთვებზე გაანგარიშება და მისი, როგორც ტურისტულ რეკრეაციული ინფრასტრუქტურის გამოყენებადობის დასაბუთება;
- აფეთქებით გამოწვეული სეისმური ტალღების რეგისტრაციას და შენობა-ნაგებობებზე მათი ზეგავლენის დადგენა;
- მიწისქვეშა სივრცეების და ზედაპირების 3D ფოტოგრამეტრია და აგეგმვა.








