საბაგირო სისტემების ლაბორატორია
.
ლაბორატორიის უფროსი - აკადემიური დოქტორი გიორგი ნოზაძე
საქართველოში საბაგირო გზების და სისტემების სამეცნიერო მიმართულების ჩამოყალიბების პროცესი მჭიდროდ არის დაკავშირებული ინსტიტუტის შექმნის ისტორიასთან. სამეცნიერო ლაბორატორია აღნიშნული პროფილით ინსტიტუტში 1957 წლიდან ფუნქციონირებს.
ლაბორატორიაში კვლევების ძირითადი მიმართულება სამთო ინსტიტუტის პროფილით არის განსაზღვრული და მოიცავდა სამთო მრეწველობისათვის საჭირო საბაგირო სატრანსპორტო სისტემების ახალი მოდელების დამუშავებისა და სრულყოფის საკითხებს. ამ საკითხებიდან გამოვყოფთ შემდეგ მიმართულებებს, რომელთაც დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა და პრაქტიკული ღირებულება:
-
სატვირთო და სამგზავრო საბაგირო გზების უსაფრთხოების საკითხები;
-
ფოლადის ბაგირთა და გრძივ ნაკეთობათა ურღვევი კონტროლის მაგნიტური მეთოდების დამუშავება და გამოყენება;
-
ბაგირთა სისტემის გათვლის ანალიზური და დისკრეტული მეთოდების დამუშავება და განვითარება გაანგარიშების ორიგინალური მიდგომის საფუძველზე;
-
სხვადასხვა სირთულის საბაგირო სისტემების ავტომატური დაპროექტების პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავება და სრულყოფა;
ლაბორატორიას ისტორიულად ჰქონდა და კვლავ აგრძელებს სამეცნიერო კავშირებს უკრაინაში - ოდესის, დნეპროპეტროვსკის და ხარკოვის სამეცნიერო წრეებთან.
აღმოსავლეთ ევროპის სამეცნიერო წრებთან პოლონეთში, რუმინეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში.
ყალიბდება ახალი ურთიერთობები საფრანგეთის, ავსტრიისა და იტალიის საბაგირო ტრანსპორტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სახელმწიფო ინსტიტუტებსა და წამყვან მწარმოებელ ფირმებთან.
ლაბორატორიის წევრები აქტიურად მონაწილეობენ სხვასხვა სახის სამეცნიერო ღონისძიებებში:
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს და ევროკომისიის
პროგრამა TAIEX-ის მიერ - ორგანიზებულ სემინარებში (2015, 2017, 2019 წ.);
- საბაგირო გზების საერთაშორისო ორგანიზაციის (OITAF) მიერ ორგანიზებულ კონგრესში (2017 წ.);
- თბილისის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში - „მოწინავე მსუბუქი კონსტრუქციები და რეფლექტორული ანტენები“
(2014, 2018 წწ.)
- ოდესის საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკულ კონფერენციაში „ფოლადის ბაგირები“ (2015 – 2016 წწ.).
.
ძირითადი სამეცნიერო (ან საპროექტო) მიმართულებები:
თანამედროვე ტექნიკური პროგრესი სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით მეტ მოთხოვნებს აყენებს საბაგირო სისტემების და ტრანსპორტის სფეროში. აღსანიშნავია შემდეგი ძირითადი მიმართულებები:
- საბაგირო გზების ახალი სისტემების დამუშავება და კვლევა;
- ფოლადის ბაგირების ურღვევი კონტროლის მეთოდების დამუშავება და გაუმჯობესება;
- ახალი მასალების გამოყენება ბაგირთა კონსტრუქციაში მათი სამუშაო რესურსის და ტექნიკური მახასიათებლების გაზრდის მიზნით;
- მასშტაბური გადახურვები საბაგირო სისტემების გამოყენებით;
- მსუბუქი გადასატანი საბაგირო სისტემები და სტრუქტურები;
- ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე სატრანსპორტო სისტემები;
- საბაგირო სისტემები ნაპირგამაგრებით კონსტრუქციებში;
- კომპლექსური ბაგირ - ღეროვანი სტრუქტურები;
- თანამედროვე პროგრამების გამოყენება რთული საბაგირო სისტემების დაპროექტებასა და გათვლაში.
.
მატერიალურ-ტექნიკური ბაზა:
ლაბორატორია აღჭურვილია საბაგირო სისტემების საცდელი სტენდით; გააჩნია თანამედროვე ლაზერული, ელექტრო და მაგნიტური გამზომი ხელსაწყოები:
TRUPULSE360 ლაზერული მანძილმზომი, Fluke - მრავალფუნქციური მულტიმეტრი გრუნტის ანკერებზე მოქმედი
დიაპაზონი 1 კილომეტრი ელექტრონული გაზომვებისთვის ძალის გამზომი ხელსაწყო
სამეცნიერო პროექტები (დასრულებული და მიმდინარე):
საბაგირო სისტემების ლაბორატორიაში ბოლო 10 წლის განმავლობაში დამუშავებული სამეცნიერო თემატიკა:
2014 - მცირე ტვირთამწეობის საველე სატვირთო საბაგირო გზის ძირითადი კომპონენტების კონსტრუქციის დამუშავება;
2015 - სპეციალური და სამეურნეო დანიშნულების მცირე ტვირთამწეობის საბაგირო გზის გაანგარიშება და საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავება;
2016 - თვითმავალი საბაგირო გზის კვანძების ახალი კონსტრუქციის დამუშავება მისი საიმედოობის და ეფექტურობის გაზრდის მიზნით;
2017 - მობილური საბაგირო გზის სახაზო მოწყობილობების გრუნტში ჩამაგრების მეთოდების და საშუალებების დამუშავება;
2018 - მობილური თვითმავალი სატვირთო საბაგირო გზის მოწყობის და უსაფრთხო ექსპლუატაციის სახელმძღვანელო დოკუმენტაციის დამუშავება;
2019 - მსუბუქი საფეხმავლო საბაგირო ხიდის კონსტრუქციის დამუშავება თანამედროვე კომპოზიტური მასალების გამოყენებით;
2020 - საავტომობილო გზებისათვის ახალი კონსტრუქციის დამცავი საბაგირო ბარიერების დამუშავება და კვლევა;
2021 - ინსტიტუტის 2020 წლის პროგრამით დამუშავებული საბაგირო ბარიერის ტექნიკური პარამეტრების ექსპერიმენტული კვლევა;
2022 - გაბიონის კედელის ბაგირით გაძლიერების კონსტრუქციის და გაანგარიშების მეთოდის დამუშავება;
2022 - ამრეკლი ზედაპირის მოქნილი კარკასის შექმნის ახალი ტექნლოგია;
2023 - მოქნილი სტრუქტურებისთვის ახალი გასაშლელი საყრდენის დამუშავება;
2023 - დამატებითი სარეგულირებელი მოწყობილობის მქონე ქანქარისებრი ტიპის კიდული საბაგირო გზის ამძრავის სისტემის დამუშავება;
2023 - კიდული ბაგირის გაანგარიშება დატვირთვის პირობებში დრეკადი წაგრძელების გათვალისწინებით;
2023 - მცირე ტვირთამწეობის სატვირთო საბაგირო გზის საპილოტე მოდელის დამზადება და გამოცდა;
2024 - გრავიტაციული დაშვების საბაგირო სისტემის შესწავლა და გაანგარიშება;
2024 - საბაგირო გზის ტექნიკური მონაცემების გაანგარიშების მეთოდიკის დამუშავება მსგავსების კრიტერიუმების გამოყენებით;
2024 - ახალი ტიპის პარაბოლური რეფლექტორის დამუშავება და რიცხვითი მოდელირება.
.
სამეცნიერო საგრანტო პროექტები:
- სესფ №1–7/60 "მრავალფუნქციური ვანტური ხიდი – ბაგირგზის დამუშავება და კვლევა" (2010-2012). დამფინანსებელი: საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი;
- სესფ №747/07 "ბაგირგზებისა და სხვა ანალოგიური მეჩხერი ბაგირულ - ღეროვანი სტრუქტურების კომპიუტერული მოდელირებისა და გაანგარიშების მათემატიკური და პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავება და გამოცდა" (2009). დამფინანსებელი: საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი;
- GNSF/ST07/7.243 "ბაგირული საევაკუაციო სისტემის საცდელი ნიმუშის შექმნა და ექსპერიმენტული კვლევა" (2008). დამფინანსებელი: საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
.
რას ვთავაზობთ:
1. მცირე ტვირთამწეობის სატვირთო საბაგირო გზა;
2. გრუნტში ჩამაგრების საანკერე მოწყობილობა; 3. ანკერების ამოვარდნის ძალაზე შემოწმების მოწყობილობა.