მე-6 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა”

.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2020 წლის 24 სექტემბერს, ონლაინ რეჟიმში, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა სამთო-გეოლოგიის დარგის მე-6 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა”.
კონფერენციის გენერალური სპონსორი იყო - არემჯი -რიჩ მეტალს გრუპი.
კონფერენცია გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.
მისასალმებელი სიტყვით, სხვა მეცნიერებთან ერთად გამოვიდა სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის დირექტორი, კონფერენციის სამეცნიეროკომიტეტის წევრი ნიკოლოზ ჩიხრაძე,
კონფერენციაზე განიხილეს ერთი წლის მანძილზე ჩატარებული იმ მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევების შედეგები, რაც მთლიანად უკავშირდება საქართველოში გეოლოგიის, როგორც დარგის განვითარება-გაძლიერებას. წარმოდგენილი სამეცნიერო კვლევები ეხმიანება, როგორც დარგში მოქმედი ბიზნეს-კომპანიების სამომავლო ინტერესებს, ასევე, მთლიანად ითვალისწინებს ბაზრის მოთხოვნებსაც.
კონფერენციაზე განხილული იყო 20-მდე ზეპირი და 16 სასტენდო მოხსენება.
სამთო ინსტიტუტიდან წარმოდგენილი იყო 9 ზეპირი და 8 სასტენდო მოხსენება.
ზეპირი მოხსენებები:
- ლ. ჯაფარიძე, თ. გობეჯიშვილი, ს. დემეტრაშვილი, მ. ლოსაბერიძე - ქანების რეოლოგიური პარამეტრების როლისათვის გეოტექნიკურ ამოცანებში;
- ნ. ბოჭორიშვილი, ნ. ჩიხრაძე, ე. მატარაძე, შ. მარჯანიშვილი - მეთანისა და ნახშირის მტვრის ჰიბრიდული ნარევის ფეთქებადუნარიანობის შესწავლა;
- ო. კავთელაშვილი, მ. ბაღნაშვილი - საქართველოს ბუნებრივი პიგმენტების რესურსული ბაზის შესწავლილობის თანამედროვე მდგომარეობა;
- ლ. ჯაფარიძე, ნ. ბოჭორიშვილი, მ. ბასილაძე, ნ. ჭიღლაძე, ს. ყვავაძე - ტყიბულ-შაორის საბადოზე ნახშირის მიწისქვეშა გაზიფიკაციის მეთოდის გამოყენების საკითხისათვის;
- ა. ვანიშვილი, გ. აბაშიძე, დ. წვერავა, ფ. ბეჟანოვი, ს. კვინიკაძე, ლ. კირთაძე - პლასტბეტონების ქცევა ამაღლებული და მაღალი ტემპერატურების და ღია ცეცხლის ზემოქმედების პირობებში;
- ე. მატარაძე, მ. ჩიხრაძე, ი. ახვლედიანი, ნ. ბოჭორიშვილი - აფეთქების ზემოქმედებისაგან დაცვის მეთოდების სრულყოფა;
- ლ. მახარაძე, ს. სტერიაკოვა, შ. ნასყიდაშვილი - მრავალსაფეხურიანი მაგისტრალური მილსადენი ჰიდროსატრანსპორტო სისტემის ტექნოლოგიური სქემა მყარი ფხვიერი წიაღისეულის შორ მანძილებზე ტრანსპორტირებისათვის;
- მ. ნადირაშვილი, ა. აფრიაშვილი, გ. ბეინაშვილი, თ. იაშვილი - ზოგიერთი ფეთქებადი ნივთიერებებისგან ,,მოლეკულური ნაერთების’’ სინთეზი და მათი კვლევა;
- ა. ქართველიშვილი, გ. ნოზაძე, გ. ქართველიშვილი, კ. ტავლალაშვილი, ლ. ტავლალაშვილი - ფოლადის ბაგირების მაგნიტური ურღვევი კონტროლის ახალი სისტემის დამუშავება 3D ჰოლის სენსორების გამოყენებით.
სასტენდო მოხსენებები:
- გ. ბალიაშვილი - დარტყმამედეგობის მეთოდის კვლევა-გაუმჯობესება;
- მ. გამცემლიძე, დ. ტალახაძე, რ. ენაგელი, ა. შეყილაძე, მ. თუთბერიძე - ოქროს შემცველი პოლიმეტალური მადნების გამდიდრებადობის უნარის ამაღლება წინასწარი გამდიდრების გზით;
- მ. ნადირაშვილი, ნ. ჩიხრაძე, ს. ხომერიკი, ნ. აბესაძე - ფეთქებადი ნივთიერების – მეთილპიკრატის ქიმიური აგებულების კვლევა შემხვედრი სინთეზით;
- გ. ნოზაძე, ა. ქართველიშვილი, დ. პატარია, რ. მაისურაძე, ლ. ტავლალაშვილი, თ. კობიძე - საქართველოში თანამედროვე საბაგირო ტრანსპორტის პარკის განვითარების პერსპექტივები და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ევროპული მოთხოვნები;
- ნ. ჩიხრაძე, ს. ხომერიკი, ი. ვარშანიძე, დ. ხომერიკი, გ შატბერაშვილი - ფიზიკური პროცესებისა და თერმოდინამიკური სისტემების ძირითადი მახასიათებელი სიდიდეების კვლევის მეთოდების სრულყოფა;
- ე. ჩაგელიშვილი, ბ. გოდიბაძე, თ. ნამიჩეიშვილი, ა. თუთბერიძე, მ. თუთბერიძე - სხვადასხვა სისალის მქონე ფოლადის ფურცლების აფეთქებით შედუღება;
- ო. ლანჩავა, ლ. მახარაძე, დ. ცანავა, მ. ჯანგიძე, ს. სებისკვერაძე - ხანძრის ფიზიკური მოდელირება ჰორიზონტალური და დახრილი საავტომობილო გვირაბების მოდელებზე;
- ო. ლანჩავა, გ. ნოზაძე, მ. ჯანგიძე, ს. სებისკვერაძე - ტრანსფორმირებადი სისტემები საევაკუაციო დროის გაზრდისა და ხანძრის დამაზიანებელი ფაქტორების მინიმიზაცისათვის საავტომობილო გვირაბში.
.
კონფერენციის პროგრამა იხილეთ ბმულზე
კონფერენციის თეზისების კრებული იხილეთ ბმულზე