JAPMED’12

2023 წლის 17 ივლისიდან 20 ივლისამდე ქალაქ ბათუმში შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა "იაპონია-ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების XII საერთაშორისო კონფერენცია: გამოყენებითი ელექტრონიკის, ინჟინერიის, მაგნიტური, სუპერგამტარი, მრავალფუნქციური და ნანო - მასალების შესახებ" (JAPMED’ 12). კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ინსტიტუტის ფეთქებადი მასალების ექსპერტიზის, აფეთქებისგან დამცავი სტრუქტურების და მაღალტექნოლოგიური კომპოზიტების განყოფილების პოლიმერული კომპოზიტების და მაღალტექნოლოგიური მასალების ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელმა - ალექსანდრე ვანიშვილმა, რომელსაც წარმოდგენილი ჰქონდა სასტენდო მოხსენება - მეტალ-პოლიმერული ლამინატების შექმნა და დახასიათება (Development and characteristics of Metal-Polmer Laminates). კონფერენციაზე სამეცნიერო საზოგადოების წინაშე წარდგენილ იქნა საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროექტის (პროექტის სათაური: მაღალი მექანიკური მახასიათებლების მქონე, მულტიფუნქციური მეტალ-პოლიმერული ლამინატის დამზადება და ტექნოლოგიური პარამეტრების განსაზღვრა - #AR-22-1445) ფარგლებში შესრულებული სამუშაოები.
სემინარის პროგრამა იხილეთ ბმულზე https://japmed12.bsu.edu.ge/Final_Program_JAPMED12.pdf
24-07-2023