კონკურსი

სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს შემდეგი ვაკანტური სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

  1. მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და სამთო ტექნოლოგიების ცენტრის საბადოთა დამუშავების და გეოტექნიკის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერი თანამშრომელის (ერთი საშტატო ერთეული);
  2. მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და სამთო ტექნოლოგიების ცენტრის ანალიზური ქიმიისა და წიაღისეულის გამდიდრების ლაბორატორია ლაბორატორიის:

       ა) უფროსი მეცნიერი თანამშრომელის (ორი საშტატო ერთეული);

       ბ) მეცნიერი თანამშრომელის (ერთი საშტატო ერთეული);

  1. ფეთქებადი მასალების ექსპერტიზის, აფეთქებისგან დამცავი სტრუქტურების და მაღალტექნოლოგიური კომპოზიტების განყოფილების ფეთქებადი ნივთიერებების სინთეზის, ექსპერტიზის და აფეთქების ტექნოლოგიების ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელის (ერთი საშტატო ერთეული).

კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების მიღება იწყება 2026 წლის 28 აგვისტოს და დამთავრდება 2026 წლის 10 სექტემბერს.

საკონკურსო კომისიამ, კონკურსის შედეგები, ვაკანტური სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად, წარმოადგინოს 2026 წლის 20 სექტემბრამდე.

კონკურსანტებმა განცხადება და მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად, ელ. ფოსტის - tmi@mining.org.ge, საშუალებით.

იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი, კონკურსის დებულება და შესავსები განაცხადის ფორმა თანდართულ დოკუმენტში.

31-07-2026