მე-7 დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების მსოფლიო მულტიდისციპლინური სიმპოზიუმი "WMESS 2021"

2021 წლის 6-10 სექტემბერს ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში გაიმართა მე-7 დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების მსოფლიო მულტიდისციპლინური სიმპოზიუმი.

სიმპოზიუმის თემატიკა მოიცავდა საინჟინრო გეოლოგიის, საბადოთა დამუშავების, გეოდეეზიის, გეოფიზიკის, სეისმოლოგიის, აფეთქების ტექნოლოგიების, გარემოს დაცვის და დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებთან დაკავშირებულ  სხვა თანამედროვე პრობლემებს.

სიმპოზიუმის ფარგლებში გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტმა ორგანიზება გაუკეთა სესიას - „აფეთქება და ახალი ტექნოლოგიები“, რომელსაც ხელმძღვანელობდა საორგანიზაციო კომიტეტის წევრი პროფ. ნ. ჩიხრაძე. სესიაზე ინსტიტუტში მიმდინარე საგრანტოს და საბიუჯეტო თემატიკების შესაბამისად ინსტიტუტის თანამშრომლების მიერ წარდგენილ იქნა სასტენდო და პლენარული მოხსენებები (დისტანციურად):

1. METHANE AND COAL DUST HYBRID MIXTURE EXPLOSION PROPERTIES STUDY IN SHOCH TUBE - Speaker: Nika Bochorishvili;

2. SYNTHESIS AND EXPLOSIVE COMPACTION of Fe-W-Al-Ti-Ni-C-B MECHANICALLY ALLOYED POWDERS - Speaker: Mikheil Chikhradze;

3. INFLUENCE OF THE DROPLET VELOCITY ON THE ATTENUATION OF OVERPRESSURES IN A WATER MIST - Speaker: Edgar Mataradze; 

4. THE IMPROVEMENT OF PICRIC ACID SYNTHESIS METHODOLOGY - Speaker: Nikoloz Chikhradze;

5. MINING WASTE COMPLEX RESEARCH AND DEVELOPMENT OF TECHNOLOGIES FOR THEIR USE IN GEORGIA (სასტენდო მოხსენება).

.

სიმპოზიუმის პროგრამა იხილეთ  

14-09-2021