ინსტიტუტის დირექტორის ნ.ჩიხრაძის საქმიანი ვიზიტი ყაზახეთში საგრანტო პროექტის CARYS 19-2329 ფარგლებში

.
მსოფლიო ბანკისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის (CARYS 19-2329) შედეგების სამეცნიერო და ბიზნეს წრეებთან განხილვის მიზნით, პროექტის ხელმძღვანელი, ინსტიტუტის დირექტორი ნიკოლოზ ჩიხრაძე მიმდინარე წლის 29 ივნისიდან 4 ივლისამდე საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა ყაზახეთში, 30.06.2021-01.07.2021 ქ. ალმაატაში და 02.07.2021 ქ. ნურ სულთანში (ასტანა).
ნიკოლოზ ჩიხრაძემ ქ. ალმაატაში საქმიანი შეხვედრები გამართა:
- ყაზახეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების კომიტეტის „წვის პრობლემების ინსტიტუტში“ პროფესორ ზულხაირ მანსუროვთან და მის სამეცნიერო ჯგუფთან;
- ყაზახეთის ინოვაციებისა და განვითარების სამინისტროს „კუნაევის სახელობის სამთო საქმის ინსტიტუტში, ინსტიტუტის დირექტორთან აკადემიკოს ნიკოლოზ ბუკტუკოვთან;
- ყაზახურ-ბრიტანულ ტექნიკურ უნივერსიტეტში უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ მარატბეკ გაბდულინთან, ადმინისტრაციის, აკადემიურ პერსონალის და ბიზნესისა და ინოვაციების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან; გაფორმდა უთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ყაზახურ-ბრიტანულ ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტს შორის
- სატბაიევის უნივერსიტეტის „მეტალურგიისა და წიაღის გამდიდრების ინსტიტუტის“ დირექტორთან პროფ. ბაგდაულეტ კენჟალიევთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.
ქ. ნურ სულთანში ინსტიტუტის დირექტორს შეხვედრები ჰქონდა ევრაზიის სამთო მეცნიერებათა აკადემიაში. კერძოდ, მან საქმიანი შეხვედრები გამართა ამავე აკადემიის პრეზიდენტთან პროფესორ ნურლან რისპანოვთან, ევრაზიისა და ყაზახეთის სამთო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივნებთან, აკადემიკოს ა. მუკუშევასთან და აკადემიის წევრ-კორესპონდენტთან, ჟ. ალპისბაევასთან. აკადემიის პრეზიდენტმა ნიკოლოზ ჩიხრაძეს გადასცა ევრაზიის სამთო მეცნიერებათა აკადემიის წევრის დიპლომი.
მივლინება სრულად დაფინანსდა CARYS 19-2329 გრანტის სახსრებით.