მე-9 საერთაშორისო სიმპოზიუმი SESAM 2019, ქ. პეტროშანი, რუმინეთი

.
2019 წლის 3 ოქტომბერს რუმინეთის ქალაქ პეტროშანში შახტების უსაფრთხო დამუშავების რუმინეთის ეროვნული ინსტიტუტისა (INSEMEX) და პეტროშანის უნივერსიტეტის ბაზაზე გაიმართა მე-9 საერთაშორისო სიმპოზიუმი SESAM 2019 „შრომის ჰიგიენა და უსაფრთხოება“.
კონფერენციის მუშაობაში როგორც პროგრამული კომიტეტის წევრმა, პარალელური სესიის თავმჯდომარემ და მომხსენებელმა მონაწილეობა მიიღო გ.წულუკიძის სამთო ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერმა თანამშრომელმა, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ომარ ლანჩავამ და ასევე სამთო ინსტიტუტის სამეცნიერო პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა, სამეცნიერო პროგრამების მენეჯერმა დავით ხომერიკმა.
სიმპოზიუმზე გაკეთდა სამი მოხსენება:
- კრიტიკული სიჩქარის ანალიზი უსაფრთხოების მართვისათვის გვირაბში ხანძრის შემთხვევაში (Critical velocity analysis for safety management in case of tunnel fire). ავტორები: პროფესორი ომარ ლანჩავა, აკადემიკოსი ნიკოლაე ილიაში (პეტროშანის უნივერსიტეტი).
- დგუშის ეფექტით განპირობებული ჰაერის ნაკადების რიცხვითი მოდელირება მეტროს მოკლე სავენტილაციო ჭაურებში (Numerical simulation of air flow in short metro ventilation shafts caused by a piston effect). ავტორები: ნიკოლაე ილიაში, ომარ ლანჩავა, აკად. დოქტორი გიორგი ნოზაძე (გ.წულუკიძის სამთო ინსტიტუტი).
- უკაბელო დანადგარი აფეთქების აღმოსაჩენად და დარტყმითი ტალღის აბსორბერის აქტივაციისთვის (Wireless device for the detection of explosions and activation of a shock wave absorber). ავტორები: დავით ხომერიკი, ნიკოლოზ ჩიხრაძე, ედგარ მატარაძე, მიხეილ ჩიხრაძე, კარლო ტავლალაშვილი და შალვა მარჯანიშვილი
სურათი 1: მე–5 პარალელური სესიის თავმჯდომარეები: პროფესორი მიჰაელა ტოდერაში (Mihaela TODERAŞ პეტროშანის უნივერსიტეტი), პროფესორი ომარ ლანჩავა;
სურათი 2: პროგრამული კომიტეტის სხდომა: პროფესორი ომარ ლანჩავა ესაუბრება პეტროშანის უნივერსიტეტის ვიცე–რექტორს პროფესორ როლანდ მორარუს. მარცხნიდან პირველი პეტროშანის უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი სორინ მიჰაი რადუ, მარჯვენა რიგში მეორე შახტების უსაფრთხო დამუშავების რუმინეთის ეროვნული ინსტიტუტის გენერალური დირექტორი, დოქტორი ჯორჯ არტურ გამანი;
სურათი 3: ომარ ლანჩავას გამოსვლა სიმპოზიუმზე.