2019 წლის მდგრადი ინდუსტრიული განვითარების სამიტი“ (SIPT 2019), ქ. პაპოსი, კვიპროსი

2019 წლის 22-27 ოქტომბერს ქ. პაპოსში (კვიპროსი) გაიმართა „2019 წლის მდგრადი ინდუსტრიული განვითარების სამიტი“ (www.flogen.org). სამიტის მუშაობაში საერთაშორისო კომიტეტის წევრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო ინსტიტუტის დირექტორმა პროფესორ ნიკოლოზ ჩიხრაძემ.

სამიტის მუშაობაში მონაწილეობდნენ და მოხსენებებით წარდგნენ ნობელის პრემიის ლაურეატები: დან შეხტმანი (2011წ), ფერიდ მურადი 1998წ), რაულ მარკუსი, 1992წ. კლაუს კლიტსინგი (1985წ.), კურტ ვუდრიჩი (2002წ.), იუან ლიი (1986წ.).

სამიტის ოფიციალურ ბანერზე და ეკრანზე ოფიციალურ და საპატიო სპონსორთა შორის განთავსებული იყო სამთო ინსტიტუტის ლოგო (იხ. ფოტო).

ინსტიტუტის დირექტორს პერსონალური კომუნიკაცია ჰქონდა ნობელის პრემიის ექვსივე ლაურეატთან, რომლის დროსაც მათ მიეწოდათ ინფორმაცია  ინსტიტუტის საქმიანობისა და ძირითადი სამეცნიერო მიმართულებების შესახებ.  

სამიტის ფარგლებში ჩატარდა რამდენიმე სახელობითი და თემატური სიმპოზიუმი. მათ შორის ჩატარდა „მე-5 საერთაშორისო სიმპოზიუმი: ახალი და მოწინავე მასალები და ტექნოლოგიები ენეგიის, გარემოს და მდგრადი განვითარებისთვის“.

სიმპოზიუმს თავმჯდომარეობდნენ პროფ. ნიკოლოზ ჩიხრაძე, პროფ. ფერნანდ მარკისი და პროფ. ტატიანა პრიხნა (https://www.flogen.org/sips2019//summit.php?id=43). ამავე სიმპოზიუმის პლენარულ სესიაზე ნიკოლოზ ჩიხრაძემ გააკეთა მოხსენება თემაზე: „მაღალენტროპიული შენადნობების მიღება Ti-Ni-Fe-W-Cu ფხვნილების დარტყმითი ტალღებით კომპაქტირებით“ და უხელმძღვანელა ერთ-ერთ თემატურ სესიას.

გარდა ამისა, ნიკოლოზ ჩიხრაძემ „მე-2 საერთაშორისო სიმპოზიუმზე: წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები მდგრადი განვითარებისთვის“ გააკეთა  მოხსენება თემაზე: „თანამედროვე მიღწევები ულტრაწვრილმარცვლოვანი და ნანოსტრუქტურული მასალების სინთეზში, კომპაქტირებაში და მათ გამოყენებაში მოწყობილობებში და ხელსაწყოებში“.

საერთაშორისო კომიტერის გადაწყვეტილებით 2020 სამიტი გაიმართება ტაილანდში.  

1-11-2019