ამერიკის შეერთებული შტატების პატენტი


სსიპ გრიგოლ წულიკიძის სამთო ინსტიტუტმა (გამომგონებლები და პატენტის თანამფლობელები: ედგარ მატარაძე, ნიკოლოზ ჩიხრაძე, თეოდორ კრაუთჰამმერი) მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების პატენტი №10,252,092 (გაცემის თარიღი 09.04.2019) გამოგონებაზე „აფეთქებისგან დამცავი სისტემა“. აშშ-ში პატენტის მიღებას წინ უძღვოდა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ მიერ აღნიშნულ განაცხადზე გაცემული პატენტი №P 6632 და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული საერთაშორისო განაცხადი WO2016/170373 (PCT/GE2016/000004).   

28-06-2019