საკონსტრუქტორო კვლევების და პროექტირების სამეცნიერო ცენტრი
ელგუჯა მეძმარიაშვილი
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
ე.მინდელის ქ. #7
ტელ.:599 516579
ელ-ფოსტა:medzmariashvili@gtu.ge
დაბადების თარიღი:
17.08.1946 წ.
განათლება:
1964-1969 – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი;
1972 – ასპირანტურა, სივრცითი კონსტრუქციების განხრით;
1993 – სადოქტორო დისერტაციის თემა – "კოსმოსური მსხვილგაბარიტიანი რადიოტელესკოპებისა და პერსპექტიული საინჟინრო ნაგებობების ტრანსფორმირებადი სისტემების თეორიული საფუძვლები, კონსტრუქციები და გამოცდის მიწისზედა კომპლექსი"
სამეც./აკად.ხარისხი:
სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი
წოდება:
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი; პროფესორი; გენერალ-მაიორი;შრომითი საქმიანობა:
- 1973 – დღემდე – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამშენებლო კონსტრუქციების კათედრის გამგე (1985-1995 წლებში); სპეციალური ნაგებობების კათედრის გამგე (1995-2004 წლებში); ამჟამად სრული პროფესორი;
- 1979 წლიდან – საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტი (მის მიერვე ჩამოყალიბებული), გენერალური კონსტრუქტორი და გენერალური დირექტორი;
- 1978-1989 – თანამშრომლობდა თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო ჯარების სამეცნიერო-ტექნიკურ კომიტეტთან, საინჟინრო ჯარებთან, გენერალური შტაბის და სამხედრო-საინჟინრო აკადემიების კათედრებთან, კოროლიოვის სახელობის სარაკეტო-კოსმოსურ გაერთიანება „ენერგია“-სთან, ხრუნიჩევის სახელობის რაკეტმშენებელ ქარხანასთან, მოსკოვის მექანიკის პრობლემების და საავიაციო ინსტიტუტებთან, ასევე დნეპროპეტროვსკის, სიკტივკარის, დუბნის, ნახაბინოს, პოდლიპკის, ხარკოვის და სხვა ქალაქების სპეციალურ სამეცნიერო დაწესებულებებთან, უნივერსიტეტებთან და ინსტიტუტებთან;
- 1995 წლიდან, როგორც სამუშაოთა მეცნიერ-ხელმძღვანელი და უშუალო მონაწილე, ასრულებს გერმანული კომპანიის „Daimler-Benz Aerospace“ - “Dornier-Satellitensysteme”–ს, იტალიური კომპანიის „Alenia Aerospazio“-ს, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მსუბუქი კონსტრუქციების ინსტიტუტის (LLB, Technische Universitat Munchen) და ევროპული კოსმოსური სააგენტოს („ESA“) შეკვეთებს;
- 1999-2002 – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი ჯარების საინჟინრო უზრუნველყოფის დარგში;
- 1999-2004 – საქართველოს პარლამენტის წევრი;
- 2000 წელს ჩამოაყალიბა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო-საინჟინრო აკადემია, სადაც ეკავა აკადემიის პრეზიდენტის თანამდებობა.
- 2006 წელს მისი ინიციატივით შეიქმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტი, სადაც ელგუჯა მეძმარიაშვილი დღემდე იკავებს გენერალური კონსტრუქტორის და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობებს.
- 2013 წლიდან დღემდე - სსიპ გრ.წულუკიძის სამთო ინსტიტუტი
სამეცნიერო ინტერესები:
- კოსმოსური ტექნიკა და მექანიკა;
- სამხედრო-საინჟინრო მეცნიერებანი;
- სამხედრო-ტექნიკური მეცნიერებანი
შერჩეული პუბლიკაციები:
გამოქვეყნებული აქვს 270-ზე მეტი სამეცნიერო შრომა, მათ შორის, მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები, სამეცნიერო სტატიები და გამოგონებები.
სახელმძღვანელოები:
- ახალი მიდგომები სამხედრო თეორიის საკითხებისადმი (ავტორი) - თბილისი, ტექნ. უნივერსიტეტი, 2009. - 191გვ. - ISBN: 978-9941-14-781-4;
- სამხედრო დაგეგმვა, სისტემატიზაციის დინამიურობა, მათემატიკური მოდელირება – 2009 წ. (ინგლისურ ენაზე);
- “საქართველოს სამხედრო-საინჟინრო დოქტრინის საფუძვლები” – თბილისი, 2006 წ.;
- საინჟინრო–სამშენებლო ხელოვნების სპაციალური ზოგადი კურსი – თბილისი, 2005 წ.;
- სამხედრო-საინჟინრო ხელოვნება - თბილისი, შპს "აი-ლაინ+", 2005. - 190 გვ.. - ISBN: 99940-14-27-7;
- საქართველოს ერთიანი სამხედრო-საინჟინრო უზრუნველყოფის საფუძვლები – სამხედრო-საინჟინრო სტრატეგია და ოპერატიული ხელოვნება - თბილისი, ტექნ. უნივერსიტეტი, 2002. - 392გვ. - ISBN: 99940-14-27-7.
მონოგრაფია: - «Трансформируемые конструкции в космосе и на земле» – 1995 წ;
პუბლიკაციები:
-
“Analisis of Geodynamic Processes Developed in Georgia”. Earth and Environmental Science. Prague (Czech Republic) 2019 (თანაავტორები: S. Khomeriki, G. Shatberashvili, N. Chikhradze, Z. Laoshvili, D. Khomeriki, A. Khvadagiani, T. Qiqava, E. Mataradze);
- Modeling and analysis of space reflector antenna taking into conisderation extreme remperature of environment and other impacts. Proceedings - 3rd International Conference "Advanced Lightweight Structures and Reflector antennas", 19-21 sept. 2018, Tbilisi, Georgia. pp. 213-220, ISBN978-9941-8-0511-0 (Co-authors: D.Pataraia, G.Nozadze, R.Maisuradze, G.Baliashvili, K.Chkhikvadze, E.Tsotseria, G.Purtseladze);
გამოგონებები (პატენტები):
- მექანიზებული ხიდი და ხიდის დამწყობი. პატენტი P6066. სქართველოს ინტელქტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი", თბილისი, 2014. (45 გვ.) (თანაავტორები: ნ.წიგნაძე, მ.სანიკიძე, გ.მეძმარიაშვილი და სხ.);
- Mechanical support ring structure – WO2013135298 (A1), 03.15.2012 – ევროპატენტი (თანაავტორები: შ.წეროძე, ნ.წიგნაძე, ლ.დათაშვილი და სხვ.)
საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში (კონფერენციებში) მონაწილეობა:
- 3rd International Conference "Advanced Lightweight Structures and Reflector antennas", 19-21 sept. 2018, Tbilisi, Georgia.
- International Scientific conference - Advanced Lightweight Structures and Reflector Antennas 1-3 October, 2014, Tbilisi, Georgia, თემა: "Erection cycle of deployable space reflectors using the functional and technological screen mesh";
- Proceedings of 2 nd International Scientific Conference “Advanced Lightweight Structures And Reflector Antennas”. 1-3 October, 2014 Tbilisi, Georgia, p. 21-28, თემა: "New constructions of lightweight deployable reflectors";
- Proceedings of 2 nd International Scientific Conference “Advanced Lightweight Structures And Reflector Antennas”. 1-3 October, 2014 Tbilisi, Georgia, თემა: "Conical v-fold bar ring with flexible pre-stressed center";
- Dimensional stability and shape-accuracy of shell-membrane reflecting surfaces made of fibre-reinforced elastomers. Advanced Lightweight Structures And Reflector Antennas”. 1-3 October, 2014 Tbilisi, Georgia;
- Design and calculation of the surface of space parabolic antenna on the basis of discrete conception. Advanced Lightweight Structures And Reflector Antennas”. 1-3 October, 2014 Tbilisi, Georgia.
დამატებითი ინფორმაცია:
- ელგუჯა მეძმარიაშვილმა შექმნა ტრანსფორმირებადი საინჟინრო სისტემების თეორია და ტრანსფორმირებადი გასაშლელი სამხედრო და სამოქალაქო, კოსმოსური და მიწისზედა კომპლექსები, რომელთაც ანალოგი არ გააჩნიათ. ჩამოაყალიბა სამეცნიერო, ტექნიკური და აკადემიური ბაზა სამხედრო-საინჟინრო დარგის განვითარებისა საქართველოში;
- პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის ("რეფლექტორი") გენერალური კონსტრუქტორი.
ჯილდოები და პრემიები: - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (კოსმოსური და სამხედრო-საინჟინრო ტექნიკის განვითარებისათვის საქართველოში და პირველი ქართული კოსმოსური თანამგზავრული სისტემის შექმნისათვის);
- “ღირსების ორდენი” – საქართველოში კოსმოსური სისტემების მიწისზედა სასტენდო კომპლექსის შექმნის და განსაკუთრებულ პირობებში მისი გადარჩენისა და შენარჩუნებისათვის;
- საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის მედალი (მიღწევები კოსმოსურ მექანიკაში);
- Медаль «За трудовую доблесть». (СССP);
- მედალი “საბრძოლო დამსახურებისათვის” (საქართველო);
- 9 საუწყებო და საერთაშორისო ორგანიზაციების მედალი;
- 2005 წ. –საქართველოს პატრიარქის სიგელი, თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობისათვის.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი: - 1992 – ევრაზიის მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი;
- 2000–დან – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრ–კორესპონდენტი;
- 1999 –2004 –საქართველოს მე–5 მოწვევის პარლამენტი, წევრი;
- 1994–დან – საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრი;
- 1999–დან – საქართველოს სამხედრო–საინჟინრო აკადემია, წევრი