მდგრადი ინდუსტრიული განვითარების სამიტი

ნნნ

2018 წლის 4-7 ნოემბერს ქ. რიო დე ჟანეიროში, ბრაზილიაში გაიმართა მდგრადი ინდუსტრიული განვითარების სამიტი (Sustainable Industrial Processing Summit).

სამიტში მონაწილეობას იღებდა სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ნიკოლოზ ჩიხრაძე.

ღონისძიების ფარგლებში ბატონი ნ. ჩიხრაძე თავმჯდომარეობდა „მამალისის საერთაშორისო სიმპოზიუმს: „მოწინავე ტექნოლოგიები, მოწინავე მასალები და სტრუქტურები“; ასევე იყო „მე–4 საერთაშორისო სიმპოზიუმის „ახალი და თანამედროვე მასალები და ტექნოლოგიები ენერგეტიკის, გარემოს და მდგრადი განვითარებისათვის“  თანათავმჯდომარე.

ბატონმა ნიკოლოზ ჩიხრაძემ სამიტზე გააკეთა ოთხი მოხსენება თემებზე: 1.„ჰიბრიდულად გაძლიერებული კოროზიამედეგი პოლიმერული ბეტონების შემუშავება“, 2.„ნანოკომპოზიტების მიღება მექანიკური ლეგირებით და აფეთქებით კომპაქტირებით“, 3.„აფეთქების ჩამხშობი თანამედროვე დამცავი სისტემები“ და 4.ჰეტეროგენული ულტრადისპერსიული და ნანოსტრუქტურული მასალების სინთეზი და კომპაქტირება მაღალენერგეტიკული პროცესებით“.

ნ.ჩიხრაძე აგრეთვე მონაწილეობდა მრგვალი მაგიდის მუშაობაში.

სამიტის ფარგლებში ხელი მოეწერა მემორანდუმს  საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ: სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტსა და „დემოკრატე“ ცენტრს შორის „დარტყმითი ტალღების კვლევის კლასტერში ერთობლივი კვლევების განხორციელება“.     

16-11-2018