საბადოთა დამუშავების ლაბორატორია
.
ლაბორატორიის გამგე - აკადემიური დოქტორი ნიკა ბოჭორიშვილი
საბადოთა დამუშავების ლაბორატორია სტრუქტურულად შედის მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიების ცენტრში.
ძირითადი სამეცნიერო მიმართულებები:
- საბადოთა დამუშავების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და ბიზნეს გეგმების მომზადება.
- ფენობრივ და ძარღვეულ საბადოთა გახსნისა და მომზადების დაპროექტების მეთოდების სრულყოფა.
- რთულ სამთო-გეოლოგიურ პირობებში ნახშირის სქელი ფენების ღრმა ჰორიზონტების დამუშავების ტექნოლოგიების კვლევა და სრულყოფა.
- მანგანუმის საბადოების კომპლექსური ათვისების მეთოდების დამუშავება.
- ჭიათურის მანგანუმის საბადოს ველების განმეორებითი დამუშავების ტექნოლოგიების მომზადება.
- ღია სამთო სამუშაოების და კარიერების რეკულტივაციის პროექტების დამუშავება.
- მიწისქვეშა ნაგებობების თბოფიზიკური გაანგარიშება.
- ბუნებრივი და ხელოვნური მიწისქვეშა სივრცეების აეროლოგია.
- სატრანსპორტო გვირაბების სითბური რეჟიმისა და ვენტილაციის დაპროექტება.
- კარსტული მღვიმეების აეროდინამიკისა და ერთდროულად მღვიმეში დასაშვები პერსონალის დადგენა ანთროპოლოგიური გავლენის მინიმიზაციის მხედველობაში მიღებით.
- საგანგებო სიტუაციების მართვა და რისკების შეფასება მიწისქვეშა ნაგებობებში.
- ნამუშევარი სივრცის ჰიდრავლიკური ამოვსების მასალებისა და მისი ტრანსპორტირების ტექნოლოგიის შესწავლა.
- აბრაზიული ჰიდრონარევების დამჭირხნი საშუალებების დამუშავება და კვლევა.
- ტექნოლოგიური ჰიდროსატრანსპორტო სისტემების სარეჟიმო მახასიათებლების კვლევა და სრულყოფა.
- შავი და ფერადი მადნების გამდიდრების ნარჩენების მრავალსაფეხურიანი ჰიდროსატრანსპორტო სისტემების მუშობის რეჟიმების კვლევა.
მატერიალურ-ტექნიკური ბაზა:
საზომი ხელსაწყოები და მოწყობილობები:
სამეცნიერო საგრანტო პროექტები:
- №216968 „აეროზოლური ტერორიზმის პრევენციის მეთოდების დამუშავება თბილისის მეტროს ვენტილაცისათვის“ (30.11.2016-29.11.2018) - პროექტის ხელმძღვანელი ო. ლანჩავა, დამფინანსებელი: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
პერსონალი
ლაბორატორიის უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
მეცნიერი თანამშრომელი
მეცნიერი თანამშრომელი
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
უფროსი სპეციალისტი