მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობის ლაბორატორია
.
ლაბორატორიის გამგე - აკადემიკოსი, ტექნ. მეცნ. დოქტორი, პროფ. ლევან ჯაფარიძე
.
მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობის ლაბორატორია სტრუქტურულად შედის მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიების ცენტრში.
ძირითადი სამეცნიერო მიმართულებები:
- გვირაბების და მიწისქვეშა ნაგებობების სტატიკურ, რეოლოგიურ და დინამიკურ დატვირთვებზე ზღვრულ მდგომარეობებზე გაანგარიშების მეთოდების, მათი კომპიუტერული პროგრამების და ტექნიკური სახელმძღვანელოების შექმნა, მათი გამოყენება კონკრეტულ პროექტებში.
- გვირაბების და მიწისქვეშა ნაგებობების ირგვლივ ქანების მასივის დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის შესწავლა და შეფასების მეთოდების სრულყოფა;
- სამთო, სატრანსპორტო, ჰიდროტექნიკური, კომუნალური, სპეციალური და სხვა დანიშნულების ნაგებობების მშენებლობის და რეკონსტრუქციის სრულყოფა, მიწისქვეშა გვირაბების საიმედო და ეკონომიური გაყვანის ტექნოლოგიების და სამაგრი კონსტრუქციების შექმნა;
- ბუნებრივი, ხელოვნური და ტექნოგენური ფერდობების მეწყრული მოვლენების მიმართ მდგრადობის შეფასების და მის უზრუნველყოფისთვის საჭირო საინჟინრო-გეოტექნიკური სისტემების გაანგარიშება და დაპროექტება.
კომერციალიზაციისათვის მომზადებული სამუშაოები:
- მიწისქვეშა ნაგებობის ”ზღვრულ მდგომარეობებზე გაანგარიშების” მეთოდები და კომპუტერული პროგრამები;
- მეწყერსაშიში ფერდობების მდგრადობის შეფასების და მისი უზრუნველყოფისთვის საჭირო გეოტექნიკური დაპროექტების კომპიუტერიზებული მეთოდები.
პერსონალი
მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და სამთო ტექნოლოგიების ცენტრის უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი