სამთო-გეოლოგიის დარგის მე-11 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

.

2025 წლის 25 სექტემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის III კორპუსში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტისა, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების და ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ორგანიზებითა და კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერით გაიმართა სამთო-გეოლოგიის დარგის მე-11 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა”.

კონფერენციას ესწრებოდნენ ახენის რეინ-ვესტფალის ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი იურგენ კრეჩმანი და დოქტორი ბირგიტ მიულერი, კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის გეოთერმული ენერგიის რეგიონული კვლევითი ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.

პროფ. იურგენ კრეჩმანი წაიკითხა მოხსენება თემაზე: „დეკარბონიზაცია და ცირკულარული ეკონომიკა”.

გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტიდან წარმოდგენილი იყო 7 ზეპირი და 2 სასტენდო მოხსენება.

ზეპირი მოხსენებები:

  1. მ. ბაღნაშვილი, ა. შეყილაძე, ა. აბშილავა, დ. ტალახაძე, ი. სამხარაძე, თ. შუბითიძე - ოქროსშემცველი სულფიდური მადნების ფლოტაციის კუდებიდან ოქროს ამოკრეფის შესაძლებლობის კვლევა;
  2. ნ. ბოჭორიშვილი, ნ. ჩიხრაძე, ე. მატარაძე, ს. ყვავაძე - მეთანისა და ნახშირის მტვრის ნარევის ფეთქებადუნარიანობის შესწავლა;
  3. ლ. ლელუაშვილი, თ. ფირცხალავა, გ. ლელუაშვილი, ს. სტერიაკოვა - მიწისქვეშა გაზსადენების დამცავი გარსაცმის ფოლადის მილის ელექტროქიმიური კოროზიისგან დაცვის სქემები ნიადაგის კუთრი წინააღმდეგობის სხვადასხვა მნიშვნელობის პირობებში;
  4. გ. ნოზაძე, დ. ძიგვაშვილი, ლ. ლელუაშვილი, გ. ლელუაშვილი, რ. მაისურაძე, თ. კობიძე - საბაგირო დამცავი ბარიერები საქართველოს საავტომობილო გზებზე და მისი განვითარების პერსპექტივები;
  5. გ. ბალიაშვილი, გ. ბალიაშვილი (უმც.) - დამოკიდებულება ბაზალტის სიმტკიცის ზღვარსა და ფორიანობას შორის;
  6. თ. იაშვილი, გ. ბეინაშვილი - ამონიუმის ნიტრატის ჰიგროსკოპულობის შესამცირებლად უტილიზირებული დენთის გამოყენების კვლევა;
  7. მ. ნადირაშვილი, ნ. აბესაძე - ვადაგასული ტროტილის გასუფთავება მინარევებისგან კრისტალიზაციის გზით.

სასტენდო მოხსენებები:

  1. ე. ჩაგელიშვილი, ი. ვარშანიძე, რ. სამადაშვილი. მ. თუთბერიძე - სხვადასხვა გარემოში დარტყმით ტალღური დატვირთვების თეორიული და მათემატიკური მოდელირება;

  2. დ. წვერავა, ს. კვინიკაძე, ა. ვანიშვილი, მ. კეკენაძე - მეტალ-პოლიმერული კომპოზიტების მიღება ალუმინის ფუძეზე ანდეზიტის ულტრადისპერსული ფხვნილით გაძლიერებული მატრიცით.


კონფერენციის პოროგრამა   

აბსტრაქტის წიგნი

26-09-2025