საკონსტრუქტორო კვლევების და პროექტირების სამეცნიერო ცენტრი

nnnnn

ცენტრის უფროსი - 

.

საკონსტრუქტორო კვლევების და პროექტირების სამეცნიერო ცენტრი წარმოადგენს ინსტიტუტის სტრუქტურულ ერთეულს და ფუნქციონირებს ამ უკანასკნელის წესდების საფუძველზე. ცენტრის შემადგენლობაში შედის 1 ჯგუფი და 1 ლაბორატორია: საკონსტრუქტორო კვლევების და პროექტირების ჯგუფი და საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების ლაბორატორია.

ძირითადი სამეცნიერო-საპროექტო მიმართულებები:
  • სამოქალაქო, სამრეწველო და მიწისქვეშა შენობა-ნაგებობების კონსტრუქციული და არქიტექტურული პროექტების მომზადება.
  • კონსტრუქციების საანგარიშო სქემების დადგენა და მათი გაანგარიშება.
  • ობიექტის მშენებლობის პროცესში გამოვლენილი ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა.
  • საავტორო ზედამხედველობის განხორციელება.
  • სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.
  • აზომვითი სამუშაოების წარმოება.
  • დეფექტური აქტების შედგენა.
  • შენობა-ნაგებობების ელექტრომომარაგების, წყალსადენ-კანალიზაციის, გათბობის, ვენტილაცია-კონდიცირების სისტემების დაპროექტება.
  • საყრდენი გეოდეზიური ქსელის შექმნა და გეოდეზიური წერტილების განსაზღვრა.
  • გეოდეზიური წერტილების ადგილზე პოვნა და საველე ტოპოგრაფიული აგეგმვა.
  • ტერიტორიის აერო-ფოტო გადაღება.
  • საინჟინრო-გეოლოგიური კვლევითი სამუშაოები.


                 


 

                                                    

                              

 მატერიალურ-ტექნიკური ბაზა:

  • ტაქეომეტრი (Total station) Leica TS-09 plus.
  • GPS - სისტემა Leica GS-08 plus.
  • DJI Phantom 4 PRO plus.


              

                   ტაქეომეტრი Leica TS-09 plus             GPS - სისტემა Leica GS-08 plus             DJI Phantom 4 PRO plus

 

   

პერსონალი

მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
მრჩეველი სამხედრო საინჟინრო საკითხებში