ქანების, საშენი მასალების თვისებების და ხარისხის კონტროლის ლაბორატორია
.
ქანების, საშენი მასალების თვისებების და ხარისხის კონტროლის ლაბორატორია წარმოადგენს ინსტიტუტის სტრუქტურულ ერთეულს საკონსტრუქტორო კვლევების და პროექტირების სამეცნიერო ცენტრის შემადგენლობაში.
1945 წელს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ლითონისა და სამთო საქმის ინსტიტუტში ჩამოყალიბდა ქანების ფიზიკურ-მექანიკური თვისებების კვლევის ჯგუფი. ჯგუფის ბაზაზე ჩამოყალიბდა ლაბორატორია (1999-2019 - განყოფილება).
ძირითადი სამეცნიერო მიმართულებები:
ქანების, გრუნტების და ბეტონის მექანიკა:
- კლდოვანი ქანების და გრუნტების ფიზიკურ-მექანიკური თვისებების კვლევა;
- ბეტონების დასამზადებელი მასალების შერჩევა და ფიზიკურ-მექანიკურ თვისებათა მახასიათებლების მნიშვნელობის დადგენა;
- ბეტონების რეცეპტურის შემუშავება;
- ბეტონების ნარევის და გამყარებული ბეტონის ფიზიკურ-მექანიკური თვისებების კვლევა დადგენა;
- საგზაო და სხვა საშენი მასალების თვისებების კლევა;
- ბეტონების და ქანების ცოცვადობის და დარტყმითი სიმტკიცის პარამეტრების კვლევა-დადგენა;
- გრუნტების გაცრითი ანალიზი;
- გრუნტების პლასტიკურობის და დენადობის ინდექსის დადგენა;
- ქანების და ბეტონების ფიზიკურ-მექანიკური თვისებების კვლევის მეთოდების გაუმჯობესება.
ექსპერიმენტული ბაზა:
- სასწორები, ინდიკატორები, მანომეტრები და თერმომეტრები;
- მინის და ლითონის ლაბორატორიული ჭურჭელი;
- საცრების კომპლექტი;
- კონსისტენციის დასადგენი ხელსაწყოები;
- ბეტონის ნიმუშების დასამზადებელი ყალიბები;
- აბრამსის კონუსები;
- ბეტონის ნიმუშების მოვლის ხელსაწყოები, ინსტრუმენტები, მოწყობილობები;
- ქანების საჭრელი და დასამუშავებელი დანადგარები;
- კერნების ამოსაბურღი დანადგარი;
- ჰიდრავლიკური წნეხები 5, 10, 50, 60/120, 125/250, 250/500 ტონის დატვირთვის;
- კლდოვანი და თიხოვანი ქანების ძვრაზე გამოცდის დანადგარები;
- ქანების კომპრესიაზე გამოცდის დანადგარები და სხვა.
საექსპერტო, საკონსულტაციო და საპროექტო შესაძლებლობები:
1. ქანების, გრუნტების და ბეტონების თვისებების კვლევა, დადგენა, ხარისხის კონტროლი და გარანტია:
1.1 ტენიანობა, სიმკვრივე, წყალშთანთქმა, კონსისტენცია;
1.2 სიმტკიცის ზღვრები: კუმშვაზე, გაჭიმვაზე, ღუნვაზე, ძვრაზე,დარტყმაზე;
1.3 დრეკადობის მოდული, პუასონის კოეფიციენტი, ცოცვადობა;
1.4 დაძაბულობის რელაქსაცია;
1.5 ხანგრძლივი სიმტკიცე;
1.6 აბრაზიული ცვეთა;
1.7 ქანების დასველება-გაშრობის მიმართ მდგრადობის დადგენა;
1.8 ქანების ეროზიის კონტროლის მიზნით სიმკვრივის და წყალშთანთქმის დადგენა;
1.9 ყინვამედეგობა;
1.20 ბეტონის ინგრედიენტების თვისებები;
1.21 ბეტონის ინგრედიენტებს შორის თანაფარდობა;
1.23 ნარევის თვისებები;
1.24 ნარევის სამშენებლო ყალიბებში ჩასხმა, კომპაქტირება, მოვლა;
1.25 გამყარებული ბეტონის თვისებები.
2. საკვალიფიკაციო ტრენინგების ჩატარება ქანების, გრუნტების და ბეტონის თვისებების კვლევა-დადგენის და ხარისხის კონტროლის შესახებ გამოიყენება, თანამედროვე ამერიკული, ევროპული სტანდარტები, ნორმატიული დოკუმენტები და მეთოდები.
სახელშეკრულებო სამუშაოები:
შესრულებულია 400-ზე მეტი სამუშაო. მათგან აღსანიშნავია:
- აჭარის რეგიონში ჰესების მშნებლობა;
- საავტომობილო გზების და გვირაბების მშენებლობა რესპუბლიკის სხვადასხვა რეგიონში;
- მარაბდა-კარწახის რკინიგზის რეაბილიტაცია და მშენებლობა;
- ლაითურის სასჯელაღსრულების ობიექტის მშენებლობა.
- შაჰდენიზის გაზსადენის ტრასის ქანების თვისებების კვლევა-დადგენა
- მტკვარი ჰესის სათავე ნაგებობის ქანების თვისებების კვლევა-დადგენა
- გელათის, ბაგრატის, გრემის და სხვა სამონასტრო კომპლექსების გადახურვის და მზიდი კონსტრუქციების მასალების თვისებების კვლევა-დადგენა
- თბილიში და რესპუბლიკის რეგიონებში შენობა-ნაგებობათა პროექტით გათვალისწინებული ქანების, გრუნტების და ბეტონების თვისებების კვლევა-დადგენა (ამერიკის და უკრაინის საელჩო, მაგთიკომის სატელეკომუნიკაციო ანძები, ახალციხე-ბათუმის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი, თელავის წყალსადენი და სხვა.)